რას იწვევს მარიხუანა - ბრიტანელი სპეციალისტების განცხადება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
რას იწვევს მარიხუანა - ბრიტანელი სპეციალისტების განცხადება
რას იწვევს მარიხუანა - ბრიტანელი სპეციალისტების განცხადება
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თანამშრომლები საინტერესო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შემდეგ განცხადებას აქვეყნებენ - მარიხუანას მოხმარება უარყოფითად აისახება მოძრაობით ფუნქციებზე, მუშა მეხსიერებასა და გადაწყვეტილებათა მიღების უნარზე. კანაფის ზემოქმედებით ქვეითდება მეხსიერების ფუნქცია, აზროვნებითი აქტივობა. მისი ხანგრძლივად მოხმარება არღვევს ტვინის ფუნქციობას, ზრდის ქცევითი დამოკიდებულების რისკს, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობას, ასევე სიმსივნის ზოგიერთი სახეობის აღმოცენებასაც განაპირობებს.

კიდევ უფრო საშიშია მარიხუანასთან თამბაქოს შერევა, რასაც ბევრ ქვეყანაში მიმართავენ. ეს მიდგომა განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში (გამოკითხულ რესპონდენტთა 91 %), სტატისტიკით მეორე ადგილზეა ავსტრალია (51 %), შემდგომ ახალი
ზელანდია (21%). კანადაში გამოკითხულთა მხოლოდ 16 % ურევს მარიხუანასა და თამბაქოს, აშშ-ში - 4 %, მექსიკასა და ბრაზილიაში კი დაახლოებით -7 %.

შერევას მომხმარებლები, ჩვეულებრივ, მიმართავენ ფულის ეკონომიის მიზნით
და ასევე იმის გამო, რომ თამბაქო აძლიერებს მარიხუანას ეფექტს. გაითვალისწინეთ, დასახელებული ნარევი კიდევ უფრო აჩქარებს მიჩვევას და რაც მთავარია, ზრდის მავნე ეფექტებისა და საშიშ დაავადებათა განვითარების რისკს - აცხადებენ სპეციალისტები.

თინათინ გოცაძე

თარიღი : 03-10-2018
ზ,კალორია
ერთ დღეს მოვწიე დღის განმოვლაბაში 3-4ჯერ ალბათ ჯამში 20 ნაფაზი, სულ და მერე 8 დღე დაბნეული ვიყავი, გონებას თავს ვერ ვუყრიდი და ხმას ვერ ვიღებდი. ღამე ჰალუცინაციები მქონდა. ტანში მახურებდა, თვალებში სიმშრალე მქონდა 1 კვირა, შემაწუხა რა სერიოზულად. ეს დოზა იყო თან სულ. იმის მერე როგორღა მოვწევ?! სანამ კიბო გაჩნდება მანამდე გააკეტებს ტვინისგან მუჟუჟს. შეიძლება გამოდებილდეს ადამიანი საბოლოოდ. ტვინი როგორც აჯაყჯაყებული მანქანა ისე მუშაობს და ესაა უსაფრთხო?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ლევან ფერაძე მარიხუანას მოწევის ლეგალიზების შესახებ საკუთარ მოსაზრებას ვრცელ პოსტში გამოთქვამს
12-09-2018
ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ პროცესებს, კასკადირება და წახალისება მოხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო და
12-09-2018
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში
11-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა
ცნობილია, რომ აშშ-ში, ისევე, როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ოპიოიდურ ანალგეტიკებზე
მეხსიერება და დამახსოვრების პროცესი დამოკიდებულია თავის ტვინის ელექტრულ აქტივობაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად საჭირო დონეზე მიმდინარეობს თავის ტვინში
საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ
პორტუგალიის პარლამენტმა სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის დროს
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით