შტატები ოპიოიდური პრეპარატების მოხმარების კონტროლს ცდილობს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
შტატები ოპიოიდური პრეპარატების მოხმარების კონტროლს ცდილობს
შტატები ოპიოიდური პრეპარატების მოხმარების კონტროლს ცდილობს
ცნობილია, რომ აშშ-ში, ისევე, როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ოპიოიდურ ანალგეტიკებზე დამოკიდებულების მაღალი დონე აღინიშნება. სიტუაციის კონტროლისთვის აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ საზოგადოებას არასამედიცინო მიზნით ექვსი ყველაზე ხშირად გამოყენებული ოპიოიდური პრეპარატების წარმოების კვოტების შემცირება შესთავაზა.

კერძოდ, ოქსიკოდონის, ჰიდროკოდონის, ოქსიმორფინის, ჰიდრომორფინის, მორფინისა და ფენტალინის წარმოების მოცულობა 2019 წლისთვის 7-15%-ით უნდა შემცირდეს. აღნიშნული საშუალება შედის პრეზიდენტ ტრამპის დირექტივაში - უახლოეს სამ წელიწადში ოპიოიდური პრეპარატების დანიშვნის რიცხვის 3-ჯერ შემცირება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის სტატისტიკის თანახმად, ოპიოიდური საშუალებებით ზედოზირების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის
რიცხვი, 2017 წელს 49 000 იყო. მოცემული მომენტისთვის ეს აბსოლუტური რეკორდია დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში.

ლალი ჩხიკვაძე

ტეგები: ოპიოიდები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თანამშრომლები საინტერესო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შემდეგ
მეხსიერება და დამახსოვრების პროცესი დამოკიდებულია თავის ტვინის ელექტრულ აქტივობაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად საჭირო დონეზე მიმდინარეობს თავის ტვინში
საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ
პორტუგალიის პარლამენტმა სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის დროს
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით