კლუბურ და რეკრეაციულ ნარკოტიკს შორის არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი არ არსებობს - დავით სერგეენკო - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
კლუბურ და რეკრეაციულ ნარკოტიკს შორის არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი არ არსებობს - დავით სერგეენკო
კლუბურ და რეკრეაციულ ნარკოტიკს შორის არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი არ არსებობს - დავით სერგეენკო
კლუბურ და რეკრეაციულ ნარკოტიკს შორის არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი არ არსებობს, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბოლო დღეებში ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე ნარკოტიკისადმი მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი, რაც ზიანის შემცირებას გულისხმობს. "ძალიან რთულია ახალგარდაცვლილ ადამიანებთან მიმართებით ვისაუბროთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს და როგორ შეიძლებოდა თავიდან აცილება. ზოგადად, ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ასეთი ცნება - კლუბური და რეკრეაციული ნ
არკოტიკი არ არსებობს. არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი მათ შორის არ არსებობს. ორივესადმი მიდგომა არის ერთნაირი - ზიანის მაქსიმალურად შემცირება და სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული. დავით სერგეენკომ პრეპარატ „ნალოქსონის“ რეცეპტული სისტემიდან ამოღებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და
აღნიშნა, რომ ეს კითხვა საერთოდ არ უნდა გაჩენილიყო.

"ნალოქსონი“ არის სელექტიური, მიზანმიმართული ოპიატების მოქმედების შემაბრუნებელი, რევერსის მქონე მედიკამენტი. ხოლო ის ნარკოტიკები, რომელიც გამოიყენება, ძირითადად არის ფსიქოტროპული ჯგუფის, რომელზეც „ნალოქსონი“ არანაირი სახით არ მოქმედებს. პირიქით, შეიძლება სამედიცინო დახმარებამ აქცენტირება მცდარად გადაიტანოს „ნალოქსონის“ ძებნაზე და რეალური დახმარება დაიკარგოს", - აღნიშნა სერგეენკომ.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაშავებულ მოზარდებს საავადმყოფოში
10-09-2018
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა მიმდინარე წლის
31-08-2018
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს C ჰეპატიტის გამოკვლევები დროულად
17-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ აშშ-ში, ისევე, როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ოპიოიდურ ანალგეტიკებზე
მეხსიერება და დამახსოვრების პროცესი დამოკიდებულია თავის ტვინის ელექტრულ აქტივობაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად საჭირო დონეზე მიმდინარეობს თავის ტვინში
საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ
პორტუგალიის პარლამენტმა სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის დროს
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით