ნარკოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნარკოლოგია
ნარკოტიკების მოხმარებას მრავალი ათასი წლის ისტორია აქვს, მაგრამ ბოლო დრომდე ეს არ ყოფილა მწვავე პრობლემა. ინდუსტრიამდელი ეპოქის საზოგადოებაში ნარკოტიკებს (ოპიუმის ყაყაჩო, შხამასოკო და სხვა) უმთავრესად რელიგიური რიტუალების დროს, ტკივილის გასაყუჩებლად და საბრძოლო ენერგიის სტიმულირებისთვის იყენებდნენ. საყოფაცხოვრებო ნარკომანია იშვიათი გახლდათ. ნარკომანიის განვითარებაევროპამ ნარკოტიკები (ჰაშიში და ოპიუმი) მე-19 საუკუნის დასაწყისში გაიცნო - ისინი იქ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შეიტანეს. ნარკოტიკები როგორც ტკივილგამაყუჩებელი და "ცნობიერების გამაფართოებელი" საშუალებები ძალზე პოპულარული გახდა, თუმცა თავდაპირველად მათ მხოლოდ ბოჰემური საზოგადოება მოიხმარდა.
ზოგიერთი ნივთიერების ანუ სუბსტანციის არადანიშნულებისამებრ გამოყენება ქცევის განსაკუთრებულ, სპეციფიკურ დარღვევებს აღძრავს. თანამედროვე კლასიფიკაციით, ასეთი სახის ქცევითი პათოლოგიები "სუბსტანციებთან დაკავშირებულ დარღვევებად" მოიხსენიება. ცნობილია, რომ წამალი ან სამკურნალო საშუალება ამა თუ იმ ბიოქიმიურ პროცესზე მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს. წამლის არადანიშნულებისამებრ მოხმარებას ანუ, როგორც ჩვენს საზოგადოებაში უწოდებენ, "ნარკომანიას", განმარტავენ როგორც ზოგიერთი წამლის სისტემატურ გამოყენებას დიდი დოზითა და არათერაპიული მიზნით, რასაც თან სდევს მომხმარებლისა და საზოგადოებისთვის მავნე ეფექტების განვითარების საფრთხე. საყურადღებოა, რომ ტერმინი "ნარკომანია" გამოიყენება რუსულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში. მიჩვევის პოტენციის მქონე ნივთიერებებს შორის ნარკოტიკებს წარმოადგენს მხოლოდ ოპიატები, ამიტომ ეს ტერმინი სრულად ვერ ასახავს რეალობას.
ნარკომანია ნარკოტიკების მოხმარებისადმი ძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილებაა. "ნარკოტიკი~ ბერძნული სიტყვაა და "გამაბრუებელს" ნიშნავს. ეს არის ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში ტკივილის გამაყუჩებელ და ძილის მომგვრელ საშუალებად იყენებენ. ნარკომანია შეიძლება გამოვლინდეს ან ერთი, ან რამდენიმე ნარკოტიკისადმი ავადმყოფური მიდრეკილებით. ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი - ეს არის სინდრომი, რომელიც დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვას და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი. ფსიქიკური ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებული ფიქრით, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობით და ნარკოტიკის მიღების მოლოდინის გამო განწყობის გაუმჯობესებით, წინასწარი ტკბობით.
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით - წამალდამოკიდებულება, საქართველოში ბოლო დროს მართლაც თეთრ ჭირად იქცა. ვერც რელიგია, ვერც სქესი და ასაკი, ვერც ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. შეიძლება ითქვას, მან ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ გვინდა, მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ნარკოტიკული ნივთიერებების მავნეობაზე და, ამასთანავე, გაგაცნოთ ნარკომანიის მკურნალობის უახლესი და სრულყოფილი მეთოდი, რომლის შესახებაც კლინიკა "ბემონის" კონსულტანტი და საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო ცენტრის "ენ-ბე-ა-კას" ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბელიაშვილი გვესაუბრება.
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით - წამალდამოკიდებულება, ბოლო დროს საქართველოში მართლაც რომ თეთრ ჭირად იქცა. ვერც რელიგია, ვერც სქესი და ასაკი, ვერც მატერიალური მდგომარეობა თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. მას ზიანი მოაქვს არა მარტო ცალკეული ადამიანებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, იწვევს ახალგაზრდობის ფიზიკურ თუ მორალურ დეგრადაციას, გენოფონდის გადაგვარებას, ფსიქიკურად და ფიზიკურად დეფექტური ბავშვების რაოდენობის ზრდას, ერის ინტელექტუალური და ზნეობრივი პოტენციალის მკვეთრ შემცირებას. ნარკომანიით გამოწვეულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე გვესაუბრებიან კლინიკა "ბემონისა" და საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო ცენტრის "ენ-ბე-ა-კას" სპეციალისტები, ექიმი  ნარკოლოგი ნესტან სიჭინავა და ფსიქოლოგი მაია ჯავახიშვილი.
ნაჩვენებია მე-9 გვერ 10 - დან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!