ნარკოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნარკოლოგია
არ შეიძლება თვალის დახუჭვა ახალგაზრდებში ფეხმოკიდებულ ისეთ მავნე ჩვევაზე, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელებისადმი მიდრეკილება. ალკოჰოლიზმი მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მიღების შედეგად ვითარდება. ნუ გეგონებათ, მას მხოლოდ მაგარი სასმელები იწვევდეს - პათოლოგიური დამოკიდებულება შეიძლება ჩამოყალიბდეს ლუდის მიმართაც. ლუდით გამოწვეული ალკოჰოლიზმი უფრო მძიმედაც კი მიმდინარეობს და შედეგებიც გაცილებით მძიმე აქვს. გვესაუბრება ექიმი ზურაბ სიხარულიძე. - რამდენად არის ფეხმოკიდებული ახალგაზრდებში ალკოჰოლზე დამოკიდებულება?
მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და ლეგალური არსებობის უფლება მოიპოვა, მომრავლდა კაზინოები და სლოტკლუბები და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა. დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი ნომერი - F 63.0 მიენიჭა. დიდი ფულის მოგების სურვილი აზარტული თამაშებისკენ ბევრს უბიძგებს, აქედან კი დამოკიდებულებამდე ერთი ნაბიჯია. გასული საუკუნის 70-იან წლებში, სათამაშო აპარატების გაჩენის შემდეგ, ინგლისში უამრავი კინოთეატრი დაიხურა - ხალხს კინოში სიარულს აპარატებთან დგომა ერჩივნა. სადღეისოდ მთელ მსოფლიოში უკვე 5%-ს უტოლდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ცხოვრებაც კაზინოსა და სათამაშო ავტომატებზეა დამოკიდებული. ლუდომანია სოციალური პრობლემაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკები ჯანმრთელობისთვის მავნეა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ თეზისს გამუდმებით გვიმეორებენ, იგი მნიშვნელობას კარგავს. ეს გაფრთხილება კიდევ უფრო ყურადსაღებია, როდესაც საქმე ორსულს და მის დაუბადებელ პაწიას ეხება. მაინც რა უსიამოვნებებს გვიქადის მავნე ჩვევები ორსულობის დროს? ამის თაობაზე მეან გინეკოლოგი მზია დევდარიანი გვესაუბრება. - ქალბატონო მზია, ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ ორსულებისთვის მავნე ჩვევები განსაკუთრებით საშიშია. მოდი, ცალ-ცალკე ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე. მაგალითად, რას გვეტყვით ორსულობისას ალკოჰოლის მოხმარების თაობაზე?
მავნე ჩვევა მრავალგვარია, მაგრამ მნიშვნელობით ვერც ერთი ვერ შეედრება ნარკომანიას. რა საფრთხეს შეიცავს იგი სამედიცინო თუ სოციალური თვალსაზრისით, ამის შესახებ ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა თოდაძე გვესაუბრება. - ქალბატონო ხათუნა, რა ასაკიდან შეიძლება, ადამიანი ამ მავნე ჩვევის ტყვეობაში აღმოჩნდეს?- სხვადასხვა ნარკოტიკის მოხმარება სხვადასხვა ასაკში იწყება, მაგრამ, საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოზარდი ასაკი საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარების თვალსაზრისით ყველაზე სახიფათოა.
ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ, და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
შვილის გაჩენა ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა... შეიტყობთ თუ არა, რომ მალე დედა გახდებით, გონებაში უმალვე იწყებთ განვლილი ცხოვრების კინოფირივით გადახვევას: ცუდად იკვებებოდით, ბევრს ეწეოდით, ზოგჯერ სვამდით კიდეც... კიდევ? საქმე ის არის, რომ თუ დედობა გსურთ, ამ ყველაფერზე უარის თქმა მოგიწევთ და რაც უფრო ადრე მიხვდებით ამას, მით უკეთესი როგორც თქვენთვის, ისე თქვენი მომავალი შვილისთვის. ნარკოტიკებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... რა ემართება ნაყოფს, როცა დედა ნარკოტიკებს იღებს? ამის თაობაზე გვესაუბრება კლინიკა "მედიჰელფის" მეან-გინეკოლოგი ნატალია ნანობაშვილი.
ნაჩვენებია მე-8 გვერ 10 - დან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!