ნარკოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნარკოლოგია
სპეციალისტთა მტკიცებით, ტოქსიკომანიასა და ნარკომანიას შორის სამედიცინო-ბიოლოგიური განსხვავება არ არსებობს. განსხვავდება, უპირველესად, გამოყენებული ნივთიერებების ტიპები: ტოქსიკომანები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც დამათრობელი ან ჰალუცინოგენური მოქმედებით გამოირჩევა, თუმცა ოფიციალურად ნარკოტიკულ საშუალებებს არ მიეკუთვნება. კიდევ ერთი განსხვავება ის არის, რომ ნარკომანები “წამლის” მოხმარების სხვადასხვა მეთოდს (ხერხს) მიმართავენ: მოწევას, ყლაპვას, ცხვირით შესუნთქვას, ინიექციას, მაშინ როდესაც ტოქსიკომანები შხამიან ნივთიერებებს, ჩვეულებრივ, შეისუნთქავენ (ყნოსავენ). სხვა მეთოდების გამოყენება უმეტესად შეუძლებელია, უკიდურესად საშიშია ან არ იძლევა სასურველ ეფექტს. ტოქსიკომანიასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური სამმართველოს უფროსი მალხაზ ჯოხაძე.
ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ ცნობები ისტორიულ წყაროებში უხსოვარი დროიდან მოიპოვება, თუმცა ნარკომანია პრობლემად გასული საუკუნიდან იქცა და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება, მძიმდება და მოიცავს საზოგადოების ფართო ფენებს. სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ ამ ჭაობში ეფლობა მოსახლეობის ყველაზე პროდუქტიული, შრომისუნარიანი ნაწილი, რომელმაც უნდა იზრუნოს ქვეყნის მომავალზე, განვითარებასა და ერის გამრავლებაზე. ამ სენის წინააღმდეგ მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ეკლესია აქტიურად მონაწილეობს ამ დაავადებასთან ბრძოლაში მონასტრებთან არსებული ცენტრების საშუალებით, სადაც ბევრმა პოვა სასოება და შვება. ნარკომანიის ცოდვაზე გვესაუბრება წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა იოსებ გელუკაშვილი.
ტერმინი “ნარკომანია” მჭიდროდ არის დაკავშირებული სიტყვა “ნარკოტიკთან” (ბერძნ. ნარკოტიკოს - დამაძინებელი). ძველად ნარკოტიკებს საძილე ყაყაჩოს მორფინისმაგვარ ალკალოიდებს და მათ სინთეზურ ანალოგებს უწოდებდნენ, სადღეისოდ კი ამ სიტყვამ იურიდიული მნიშვნელობა შეიძინა და იმ ნივთიერებას აღნიშნავს, რომელიც აკრძალულ პრეპარატთა ჩამონათვალშია შეტანილი. თანამედროვე საერთაშორისოდ მიღებული განმარტების თანახმად, ნარკომანია არის ფსიქიკის დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანს ეუფლება იმ ნივთიერების მიღების დაუოკებელი სურვილი, რომლებიც აკრძალულ პრეპარატთა ჩამონათვალში შედის და, მიუხედავად მისგან მიყენებული ზიანისა, მაინც აქტიურად მოიხმარს, ხოლო იმ პრეპარატების ბოროტად გამოყენებას, რომლებიც აღნიშნულ ჩამონათვალში არ შედის, ტოქსიკომანიას უწოდებენ.
ბოლო დროს საქართველოს ნარკომანიასთან ერთად კიდევ ერთი საშიში სენი - ალკოჰოლიზმი შემოეჩვია. ვერ ვიტყვით, რომ ისიც "დასავლურ კულტურას" შემოჰყვა ან მხოლოდ მძიმე სოციალური ფონია მისი მიზეზი, მაგრამ ფაქტია: თუ სახელმწიფო ნარკომანიის მიმართ მცირეოდენ ყურადღებას მაინც იჩენს, - ანტინარკოტიკული ღონისძიებების ჩატარებით, ბუკლეტების დამზადება-დარიგებით თუ სხვა, - ალკოჰოლიზმის პრობლემა მივიწყებულია, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თუ საქმეს სასწრაფოდ არ მივხედეთ, ქვეყანა შესაძლოა კატასტროფის წინაშე დადგეს. ამჯერად ჩვენ სწორედ ალკოჰოლიზმის შესახებ ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი, ნარკოლოგი მარინა მურდალაშვილი.
ზოგიერთი ნივთიერების ანუ სუბსტანციის არადანიშნულებისამებრ მოხმარება ქცევის განსაკუთრებულ, სპეციფიკურ დარღვევებს აღძრავს. თანამედროვე კლასიფიკაციით, ასეთი სახის ქცევით პათოლოგიებს "სუბსტანციებთან დაკავშირებული დარღვევების" ჯგუფში აერთიანებენ. ცნობილია, რომ ზოგიერთი წამლისა და/ან სამკურნალო საშუალების სისტემატური მიღების გამო ვითარდება ქცევითი დარღვევები, რომლებიც საზიანოა როგორც საკუთრივ წამლის მიმღებისა და მისი ოჯახისთვის, ასევე საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. წამლის არადანიშნულებისამებრ მოხმარებას ანუ, როგორც ჩვენში უწოდებენ, "ნარკომანიას", ასე განმარტავენ: "ზოგიერთი წამლის მაღალი დოზებით განმეორებითი (სისტემატური) არათერაპიული მიზნით გამოყენება, რაც მომხმარებლისა და საზოგადოებისთვის მავნე ეფექტების განვითარების საშიშროებით ხასიათდება".
ნაჩვენებია მე-7 გვერ 10 - დან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!