აღმოჩენილია კიბოს "მკვებავი" ნივთიერება - მედიცინის სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აღმოჩენილია კიბოს "მკვებავი" ნივთიერება - მედიცინის სიახლეები

,

რომ ცილა MYD88 მნიშვნელოვანია ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და რეგენერაციისთვის.

კუნთების წარმოქმნისას მრავლდება ღეროვანი უჯრედები, რომლებიც შემდეგ მიობლასტები – კუნთოვანი უჯრედების წინამორბედები ხდებიან. მიობლასტებიდან წარმოიქმნება კუნთოვანი ბოჭკო. მკვლევრებმა გამოარკვიეს, რომ MYD88 აუცილებელია მიობლასტების ფორმირებისთვის. შესაძლოა, მეცნიერთა ეს აღმოჩენა ექიმებს კუნთოვანი დისტროფიისა და სხვა დაავადების მკურნალობაში დაეხმაროს.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ გლუკოკორტიკოიდული სტეროიდების, როგორიცაა პრედნიზოლონი, შეყვანა კუნთოვანი ტრავმებისას, რეგენერაციას აჩქარებს. ეს კი მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგების გაანალიზებისას დაასკვნეს.

ამერიკამ შესაძლოა გენომის მასობრივი რედაქტირება დანერგოს

აშშ-ში შესაძლებელია ნამდვილი გადატრიალება მოხდეს – მეცნიერებისა და მედიცინის ნაციონალურმა აკადემიამ დაუშვა, რომ სამომავლოდ გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანების შექმნის აკრძალვა მოიხსნას, თუმცა – ერთგვარი შენიშვნებით. იგულისხმება არა ადამიანის გაუმჯობესება და მისი შესაძლებლობების მოდიფიცირება, არამედ მემკვიდრული დაავადებების გამომწვევი მუტაციის კორექცია. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს რედაქტირებული დნმ-თი ადამიანის ჩანასახის შექმნის აკრძალვა. აკრძალვის მოხსნის შემთხვევაში სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრებმა რიგი რეკომენდაციებით უნდა იხელმძღვანელონ. უპირველესად, საუბარია გენომის რედაქტირებაზე როგორც უკანასკნელი ხაზის თერაპიაზე, როდესაც სხვა მეთოდები უკვე აღარ მუშაობენ.

მეორე – რედაქტირება უნდა შეეხოს მხოლოდ მემკვიდრულ დაავადებებთან დაკავშირებულ გენებს. საჭიროა ასევე კლინიკური კვლევების მკაცრი კონტროლი.

ეთიკურ საკითხზე მსჯელობაში კი საზოგადოება უნდა ჩაერთოს. მეცნიერების ზოგიერთი ჯგუფი ჯერჯერობით ექსპერიმენტებს ადამიანის დნმ-ს ცვლილებაზე ატარებს. სამუშაო სომატური (არასასქესო) უჯრედების გენომში ჩარევით შემოიფარგლება.

ძვლები შაქრისა და ცხიმების ათვისებაში მონაწილეობს

კანადელმა მეცნიერებმა ადამიანის ძვლებში აღმოაჩინეს სპეციფიკური ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს და ამასთანავე აძლიერებს ორგანიზმის მიერ ისეთი კომპონენტების ათვისებას, როგორებიცაა შაქარი და ცხიმები. მკვლევართა მტკიცებით, ეს აღმოჩენა შაქრიანი დიაბეტისა და ჭარბი წონის სამკურნალო ეფექტური პრეპარატების შექმნას შეუწყობს ხელს.

ძვლოვანი სისტემის მიერ გამომუშავებულ ჰორმონს ოსტეოკალცინი ეწოდება. იგი 2 წლის წინ გამოყვეს, თუმცა მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი, აქვს თუ არა ძვლოვან ქსოვილს სხვა სახეობის უჯრედებზე ზემოქმედების უნარი. ასეთი ნივთიერების მთავარი ფუნქცია ინსულინის გამომუშავებაა, რომელიც სისხლის პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციას აქვეითებს. ამიტომ, რაც მეტი ოსტეოკალცინი გამომუშავდება, მით უფრო დაცულია ადამიანის ორგანიზმი სიმსუქნისა და ენდოკრინული სისტემის სხვა პათოლოგიებისგან. უფრო მეტიც, ცნობილი გახდა, რომ ამგვარი ჰორმონის კონცენტრაციის მომატებამ შესაძლებელია სრულად შეაჩეროს მსგავსი დაავადებების ფორმირება. სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარების ეტაპზე აღმოჩნდა, რომ ოსტეოკალცინის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი ძვლები დამოუკიდებლად გარდაქმნიან მას არააქტიურ ნივთიერებად ფურინის უქონლობის გამო. ამ ჰორმონის ნორმალური ფუნქციობისათვის საჭიროა ძვლის ქსოვილში კონცენტრირდეს დიდი რაოდენობით მსგავსი ფერმენტი.

აღმოჩენილია კიბოს "მკვებავი" ნივთიერება

ადამიანის ორგანიზმის მთავარი მტრის – კიბოს უჯრედების მკვებავი ნივთიერება აღმოაჩინეს ბელგიელმა მეცნიერებმა. როგორც აღმოჩნდა, შაქარი ორგანიზმში მოხვედრისას უერთდება თითოეული ონკოლოგიური უჯრედის ცხოველმყოფელობაში მონაწილე გენს და ზრდის მისი გადარჩენის ხარისხს. ეს გენი "RAS"-ის სახელწოდებითაა ცნობილი. ამ ორი ნივთიერების ნაერთი ქმნის ე.წ. "მტკიცე ხაფანგს", რომლის გამოდევნაც იმუნური სისტემის უჯრედებს აღარ შეუძლიათ. ამ ფონზე იქმნება ჩაკეტილი წრე, რომელიც ასტიმულირებს ონკოლოგიური პროცესების განვითარებას.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ "კიბოს კვების" მექანიზმი დაგვეხმარება იმ პირებისთვის ინდივიდუალური დიეტური რაციონის შედგენაში, რომლებსაც უკვე დასმული აქვთ ონკოლოგიური დიაგნოზი.

იდეალურ შემთხვევაში ადამიანებმა სრულად უნდა გამორიცხონ რაციონიდან შაქარი და შაქრის შემცვლელები. მაგრამ ეს შეუძლებელია, ამიტომ სპეციალისტებმა გამოიყვანეს შაქრის დღიური ნორმა, რომელიც განსხვავებულია ასაკობრივი კატეგორიის, სქესისა და პაციენტის სხეულის მასის მიხედვით.

"ჭკვიანი" მოწყობილობა ქალებს პრეპარატის მიღებას შეახსენებს

კომპანია Popit Ltd-ს სპეციალისტებმა შექმნეს მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც ქალებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას შეახსენებს. მისი მიმაგრება შესაძლებელია აბების შეფუთვაზე. ხელსაწყო რეაგირებს შეხებასა და ხმაზე და აბი შეფუთვიდან გამოდის.

მოწყობილობა უერთდება სმარტფონს. თუ ქალს დაავიწყდა აბის მიღება, მას მოუვა SMS შეხსენება. Android-ისა და iOS-ისთვის აპლიკაცია Pოპიტ შენსე ზედმეტი აბის მიღებისაგან დამცავ მონაცემებსაც ინახავს. კვლევის მიმდინარეობისას, გამოტოვებული აბების რიცხვი მოწყობილობამ 80%-მდე შეამცირა.

მეცნიერებმა წარმოადგინეს უნიკალური მოწყობილობა, რომელიც ქალებს შარდის შეუკავებლობის დროს ეხმარება. მისი სახელწოდებაა URESTA. მოწყობილობას ზარის ფორმა აქვს. საშოში მოთავსებისას შარდის ბუშტის მაკონტროლებელ კუნთებს ამაგრებს, რომ შარდმა არ გამოჟონოს. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში, კერძოდ, ფიზიკური აქტივობისას.

მარტივი ტესტი ერთი წვეთი სისხლით კიბოს გამოავლენს

ახალი ტესტისთვის, რომელიც 30-40 ბიომარკერის გამოვლენას გულისხმობს, საჭიროა მხოლოდ ერთი წვეთი სისხლი. შედეგი კი 24 საათშია ცნობილი. ასეთი მეთოდი გადატრიალებას მოახდენს ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკაში. ზოგიერთ პაციენტს აღარ გაუკეთდება უსიამოვნო და სახიფათო კოლონოსკოპია.

კვლევამ აჩვენა, რომ ახალი მეთოდის სიზუსტე დიდია. ტესტის საშუალებით შესაძლებელი გახდა გამოევლინათ კოლატერალური სიმსივნე შემთხვევათა 87%-ში, პოლიპისა კი, რომლის კიბოდ გადაგვარების საშიშროება არსებობს და საჭიროებს ამოკვეთას, შემთხვევათა 83%-ში. არსებული მეთოდით პოლიპის აღმოჩენა მხოლოდ შემთხვევათა 42%-ში ხერხდება. ამდენად, ტესტის საშუალებით ექიმები შეძლებენ ნაწლავის სიმსივნის განვითარების თავიდან აცილებას.

დიდი ბრიტანეთის სპეციალისტები სკრინინგული ტესტის შედეგების გაანალიზებას კოლონოსკოპიაზე გაგზავნილი პაციენტების სისხლის 660 ნიმუშით აპირებენ. ტესტის სიზუსტის დადასტურებისას მომავალში კოლატერალური კიბოს დაბალი ალბათობის მქონე პაციენტები შეიძლება კოლონოსკოპიას გადაურჩნენ.