ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ხანდაზმულობა გარკვეულ სურათს ცვლის, თუმცა ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ხანდაზმულობა გარკვეულ სურათს ცვლის, თუმცა ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია

ყოფილიყო ჩატარებული და შედგეს სრულფასოვანი და კვალიფიციური ექსპერტიზა, -ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც სამხარაულის ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისთვის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მისივე თქმით, ცხედრის ხანდაზმულობა გარკვეულ სურათს ცვლის, თუმცა ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია და ამ შედეგებს საზოგადოება გაეცნობა.

„დასრულდა ძირითადი ექსპერტიზა. დაიწყო ერთდროულად როგორც საგამოძიებო, ისე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმოება. ძალიან ინტენსიურ რჟიმში, სწორედ იქედან გამომდინარე, რომ ამჯერად მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ოჯახისათვის ცხედრის გადაცემა, რაც ძალიანი მნიშვნელოვანი ამოცანა გახლავთ. ცხედარს ჩაუტადა ექსპერტიზა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უშუალოდ ექსპერტიზა და გამოკვლევა დასრულებულია. ბუნებრივია, ამას სჭირდება დრო, იმისათვის, რომ დაიდოს კვალიფიციური პასუხები. ეს აუცილებლად მოხდება. როგორც მოგახსენეთ, ექსპერტიზის პარალელურად დაწყებულია საგამოძიებო საქმიანობა. უნდა დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრმა თავი შეიკავა ესაუბრა, აღინიშნება თუ არა ცხედარზე ძალადობის კვალი. „მესმის ძალიან მაღალი ინტერესი. ამ ეტაპზე შეუძლებელია ასეთ კონკრეტულ შედეგებზე საუბარი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წუხელ, გვიან საღამოს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის ბიუროს შენობაში იმყოფებოდა გარდაცვლილის მამა, ასევე, გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები. ექსპერტიზის შემდეგ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, არჩილ ტატუნაშვილი საკუთარ სახლში გადაასვენეს.