"მკურნალის" მთავარი რედაქტორის - თამარ მამაცაშვილის - წერილი საიტის მომხმარებლებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
"მკურნალის" მთავარი რედაქტორის  - თამარ მამაცაშვილის - წერილი საიტის მომხმარებლებს
"მკურნალის" მთავარი რედაქტორის - თამარ მამაცაშვილის - წერილი საიტის მომხმარებლებს
ექიმის ჩვევაა ასეთი: როცა ვინმე თავის სატკივარს შემოგჩივლებს და რჩევას მისცემ, მერე სულ მასზე გეფიქრება, გინდა მოიკითხო, ბოლომდე დარწმუნდე რომ გამოკეთდა, რომ პრობლემა, რომლის გამოც მოგმართა, აღარ აქვს.

მკურნალის საიტზე ყოველდღიურად ასობით კითხვაზე გვიწევს პასუხის გაცემა და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული კითხვის ავტორი ჩვენში იგივე განცდებს აღძრავს. რამდენჯერ მოსვენება დაგვიკარგავს, ნეტავ ის ადამიანი როგორ არის, ეს კითხვა რომ მოგვწერაო. რამდენჯერ გულსა და გონებაში გაგვიტარებია თითოეული თქვენგანის სატკივარი. ზოგჯერ რამდენიმე საათი ვუტრიალებ ხოლმე ერთ კითხვას, რომ ზუსტად ის გირჩიოთ, რაც იმ წუთას
თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა.

ნუ გეგონებათ, რომ ჩვენ მხოლოდ მოვალეობას ვიხდით, როცა კითხვებზე გპასუხობთ. საიტზე ფუნქციონირებს მთვლელი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ამ დროისათვის 146 000-მდე კითხვაა პასუხგაცემული (კითხვების საკმაოდ დიდი ნაწილი კი ერთ-ერთი განახლებისას წაიშალა). და სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობს საიტის ამ სეგმენტში. მუშაობს თავდაუზოგავად,
შეუჩერებლად, რომ ყველა კითხვაზე დროული და კომპეტენტური პასუხი მიიღოთ.

ალბათ ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რამხელა პასუხიმგებლობაა ამ ადამიანებზე. სიტყვა, რომელიც იწერება და რჩება, კონტროლდება უამრავი მკითხველის მიერ, მათ შორის არიან პროფესიონალი ექიმები - ჩვენი კოლეგები და მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა ამ წლების მანძილზე, რომ ჩვენთვის ვინმეს მოემართოს არაკომპეტენტურობის ან არასწორი რეკომენდაციის გამო საყვედურით.

გვწერენ ნებისმიერი პროფილის კითხვებს, გვწერენ ისეთ ინტიმურ საკითხებზეც, რომლის გამოც ხშირად ექიმთან მისვლას ერიდებიან. გვწერენ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, ოჯახურ კონფლიქტებზე და ჩვენ ასეთ დროს თითოეული თქვენგანის ოჯახის გულშემატკივარი ვხდებით. ხშირად გვწერენ უმძიმეს ონკოლოგიურ თუ სხვა პრობლემებზე და ალბათ ვერც წარმოიდგენთ, რამხელა ტკივილს ვგრძნობთ ასეთ დროს - ვცდილობთ ბრძოლის ძალა და უნარი შევმატოთ კითხვის ავტორებს მძიმე სენთან გასამკლავებლად.

რამდენჯერ ერთად გაგვირჩევია თითოეული თქვენგანის პრობლემა და თქვენთან ერთად გვტკენია.

ბავშვებივით გვახარებს ხოლმე მადლიერების წერილები, რომლებსაც იშვიათად, მაგრამ მაინც გვიგზავნით, რადგან ამით ვხვდებით, რომ ჩვენი რჩევები რაღაცაში მაინც გამოგადგათ, რომ უკეთ ხართ- ჩვენთვის ხომ ეს არის მთავარი მიზანი.

რაც შეეხება საიტის არქივს - სტატიებს, ენციკლოპედიებს, ცნობარებს, ვცდილობთ ჩვენი ბაზა იყოს სრულყოფილი და შეიცავდეს ყველა ინფორმაციას სამედიცინო სფეროში, რათა შეძლოთ მშობლიურ ენაზე წაიკითხოთ ყველაფერი საკუთარი პრობლემის შესახებ.

პირველი შემთხვევაა, რომ ასეთ წერილს გწერთ, ჩვენო მკითხველო. ალბათ დრომ მოიტანა ეს ყველაფერი - თქვენ უკვე ძალიან ბევრნი ხართ და ალბათ ძნელია დაიჯეროთ, მაგრამ თითოული თქვენგანი ჩვენთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასია.

ჩვენ თქვენ გვიყვარხართ და ამ სიყვარულით გემსახურებით! გმადლობთ, რომ გვენდობით!

თამარ მამაცაშვილი
მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი



ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 24-03-2018
თამარი
თქვენი გაზეთი ძალიან მიყვარს და მრავალწლიან წარმატებებს გისურვებთ მთელ კოლექტივს.::):):)
თარიღი : 12-03-2018
Neliko
Chvenc gvikvarxart!!! Madloba kompetenciis da gaweuli daxmarebistvis.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მეგობრებო, მკურნალი.გე-ს სარედაქციო ჯგუფმა საიტის დაარსების დღიდან
18-07-2018
თამარ მამაცაშვილი - mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი: დღე არ გავა, რომ ქართველი ექიმების კომპეტენტურობაში ეჭვის შესატანად სტატია არ დაიწეროს ინტერნეტ-სივრცეში,
07-07-2018
ფარმაკოლოგია წლიდან წლამდე ვითარდება, თუმცა მისი ფუნდამენტური ნაწილი უცვლელია
05-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის "ავერ­სის კლი­ნი­კა­ში"
გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს, ერთდრულად აღინიშნება იმ 100 ქვეყანაში, რომლებიც
თუ გინ­დათ, რომ ნაკ­ლე­ბად ია­ვა­დოთ ზამ­თარ­ში, სა­სურ­ვე­ლია იმუ­ნი­ტეტ­ზე ზრუნ­ვა და­ვი­წყოთ წი­ნას­წარ - ახლა, შე­მოდ­გო­მით.
დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს.
ფარ­მა­კო­ლო­გია წლი­დან წლამ­დე ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა მისი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­წი­ლი უც­ვლე­ლია
წყალტუბოდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გადაყვანილ ყველა ბავშვს შიგელოზის (დიზენტერია) დიაგნოზი
31 მაისი 2013
დღეს პროფილაქტიკური აცრები ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციური დაავადებებისგან ბავშვების დასაცავად,
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით
სპეციალისტებმა აღწერეს ბიპოლარული მოშლილობით დაავადებული 51 წლის პაციენტის შემთხვევა, რომლის