"ცოდნა ფულიას" ახალი გამარჯვებული - მომავალი ექიმი ლაშა სამჭკუაშვილი და შეკითხვა, რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ცოდნა ფულიას" ახალი გამარჯვებული - მომავალი ექიმი ლაშა სამჭკუაშვილი და შეკითხვა, რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა

იგი თბილისში დაიბადა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. ამჟამად "ჯოენის" კლინიკაში ექთნად მუშაობს და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებს. მომავალში კი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგობა სურს.

ბოლო კითხვა, რომელმაც ლაშას შოუში გამარჯვება მოუტანა, ასეთი იყო:

ოპიორფინი არის მორფინზე რამდენჯერმე ძლიერი ნივთიერება, რომელიც პირველად გამოყვეს ადამიანის:

ა. ცრემლიდან

ბ. ლიმფიდან

ც. ნერწყვიდან

დ. ლიქვორიდან

ლაშამ სწორი პასუხი - ც - ინტუიციურად დააფიქსირა და 25000 მოიპოვა. ლაშამ ჭკვიანურად, მშვიდად ითამაშა დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

ახლა კი ჩვენს მკითხველს განვუმარტოთ, რა არის ოპიორფინი:

2006 წელს ადამიანის ნერწყვის შესწავლისას მეცნიერებმა მასში აღმოაჩინეს მორფინზე გაცილებით ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი თვისებების მქონე ნივთიერება, რომელსაც ოპიორფინი უწოდეს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ნივთიერებას მალე პრეპარატის სახით დაამზადებენ, რადგან წინასწარი მონაცემებით, მორფინისგან განსხვავებით, იგი არ იწვევს შეჩვევას და თან მორფინზე უფრო ძლიერმოქმედია. ბუნებრივი წარმოშობის გამო ოპიორფინს არ გააჩნია გერდითი ეფექტები. ასევე შესწავლისას დადგინდა, რომ ოპიორფინი ანტიდეპრესანტული თვისებების მატარებელია.