პედიატრიული ტვინის ქირურგია აძლევს იმედებს პედიატრიულ პაციენტებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პედიატრიული ტვინის ქირურგია აძლევს იმედებს პედიატრიულ პაციენტებს

გაიღიმონ კვალიფიციური ქირურგების და ამ სფეროში დანერგილი მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით. ამ სიმსივნეების ადრეულ სტადიებზე დიაგნოსტიკა მოითხოვს უფრო მეტ გამოცდილებას, ვიდრე ზედაპირული.

ჩვენი ტვინი მართავს ჩვენს სხეულს, როგორც დირიჟორი ორკესტრს. წარსულში ჩვენს ტვინებში წარმოქმნილი ღრმა სიმსივნეებზე, ისევე როგორც სხვა სიმსივნეებზე ოპერაციის ჩატარება იყო შეუძლებელი. მოწინავე ტექნოლოგიებით შეიარაღებული გამოცდილი ქირურგები უმკლავდებიან სიმსივნეებს თითქმის ყველა შემთხვევაში, რომელიც გამოვლენილ იქნა პაციენტებში და ღებულობენ საკმაოდ წარმატებულ შედეგებს. აჯიბადემის კოზიატაგის კლინიკის პედიატრიული ნეიროქირურგიის ექსპერტი პროფესორი მ. მემეტ იოზეკი აღწერს თავის ტვინის სიმსივნეებს და მათი მკურნალობის პროცესს.

სამი ღრმად განლაგებული რეგიონი: ტვინის ტანი, ტალამუსი, და ჰიპოტალამუსი

ჩვენი ტვინი შედგება სხვადასხვა სეგმენტისგან. მათი ერთი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზმის ფუნქციების შესრულებას განლაგებულია თავის ტვინზე, ხოლო მათი მეორე ნაწილი ნათხემში ან თავის ტვინის ტანში. თავის ტვინის ტანი არის უმნიშვნელოვანესი ამ ფუნქციების შესრულებაში. სუნთქვა, საჭმლის მონელება, გადაყლაპვა, თვალების მოძრაობა, გრძნობების ყველა ბირთვი და კუნთების მოძრაობა განლაგებულია სწორად ამ ლოკაციაში. ეს ნიშნავს, რომ ძირითადი კონტროლი ხორციელდება ტვინის ტანის მეშვეობით. გარად ამისა, ტვინის ტანი მოქმედებს, როგორც მთავარი გზა, სადაც ბოჭკოები არეგულირებენ ფეხზე დგომას და ფეხების და ხელების მოძრაობებს, და ის განლაგებულია ტვინის ზედაპირზე. თავის ტვინის ტანს აქვს ცილინდრის ფორმა, 7 სმ სიმაღლით და 2,5 სმ დიამეტრით. ვინაიდან, საშუალო–დაბალი მონაკვეთი უფრო დაცულია, ეს ორგანო განლაგებულია სწორად ამ ადგილას.

შესაბამისად, თუ შეიქმნა რაიმე პრობლემა თავის ტვინის ტანში, მის მისაღწევად გასავლელია საკმაოდ დიდი გზა, რომელიც, თავის მხრივ, განლაგებულია თავის ტვინის ხვიებს შორის. ოპერაციის მსვლელობისას ამ მონაკვეთში შეღწევისთვის საჭიროა ვიწროპროფილური ცოდნა, ტექნოლოგია და კვალიფიკაცია.

მეორე ღრმად განლაგებული ლოკაცია არის ტალამუსი. ეს ელემენტი განთავსებულია თავის ტვინის ტანზე ოდნავ ზემოთ და თავის ტვინის შუა ნაწილში. ეს არის ის ადგილი, სადაც ტვინი აანალიზებს და აცნობიერებს მიღებულ ინფორმაციას. ქერქიდან მიღებული მთლიანი ინფორმაციის შეფასება ხდება აქ და აქედანვე იგზავნება მითითებები სამიზნე ორგანოებთან.

და ბოლო ღრმად განლაგებული რეგიონი არის ჰიპოტალამუსი. ეს ქვესტრუქტურა აკონტროლებს ისეთ გრძნობებს, როგორიცაა წყურვილი და შიმშილი, და ასევე ჩვენს სხეულებში არსებულ ყველა ჰორმონს. ეს არის ლაბორატორია, რომელიც მუდმივად აანალიზებს მარილის და სითხის დონეებს ჩვენს ორგანიზმში. თითოეული ჩვენი უჯრედი შეიცავს გარკვეული რაოდენობის მარილს, რომელიც გამოიმუშავებს იონებს. ამ იონების ეს დონე უნდა დავარდეს დროის გარკვეულ ინტერვალში. სისხლი იყენებს ჰიპოტალამუსს, როგორც ლაბორატორიას, ვინაიდან სისხლი ცირკულირებს სხეულში. მუდმივად ხდება სინჯის აღება და გაანალიზება. მარილის კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში, ადამიანს სჭირდება წყალი მის გასახსნელად, რაც იწვევს წყურვილის შეგრძნებას.

mkurnali.geროგორ მიმდინარეობს მკურნალობა?

თავის ტვინის სიმსივნეები განსაკუთრებით გამოვლინდება პედიატრიულ ასაკში. ტვინის ტანის, ჰიპოტალამუსის და ტალამუსის სიმსივნის 90%, 85% და 80% ვლინდება სწორედ ამ პერიოდში. ბავშვებში ტალამუსის სიმსივნეების უმრავლესობა არის კეთილთვისებიანი, და მოზრდილებში, პირიქით, ავთვისებიანი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქირურგის გამოცდილებას ამ ლოკაციაში შეღწევისას. ზედაპირზე განლაგებული სიმსივნის მისაღწევად, თავის ქალასთან, და ამ მონაკვეთში ქირურგიული ჩარევის ჩასატარებლად მოითხოვს მოკლე საოპერაციო ხანგრძლივობას. მიუხედავად ამისა, ღრმად განთავსებული სიმსივნე განლაგებულია ტვინის ხვეულების ქვეშ და მისი ლოკაციის მისაღწევად, ჩვენ რამენაირანად უნდა გავწელოთ ტვინის ქსოვილი. აგრეთვე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ტვინის ქსოვილთან, ჩვენ უნდა მოვეპყროთ მას საკმაოდ გონივრული მეთოდის გამოყენებით. ამ თვალსაზრისით, ტექნოლოგიას მიენიჭება დიდი უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმის გამოცდილება და კვალიფიკაცია არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ჩვენ მაინც გვესაჭიროება კონკრეტული ტიპის ტექნოლოგიური მოწყობილობები. ექსპლუატაციაში შეყვანილი ტექნოლოგიური მოწყობილობები, კატეგორიების მიხედვით, იყოფა სამ ჯგუფად:

1. ინტრაოპერაციული მონიტორინგის სისტემა, რომელიც ეხმარება ოპერატორს გადაკვეთის სეგმენტში ქსოვილების დაზიანების თავიდან აცილებაში, გამოიყენება მხოლოდ მაღალ კვალიფიციური ნეიროფიზიოლოგების მიერ. გადაწკვეტილ ადგილებში განლაგებული ტვინის ვენებს შორის განაწილებულია სხვადასხვა ფუნქციები. მაგალითად, არსებობს ცენტრი, რომელიც ამოძრავებს ხელს, და რომელიც არ უნდა დაზიანდეს ოპერაციის დროს. უშუალოდ ნეიროფიზიოლოგებმა უნდა დაადგინონ არის რაიმე დაზიანება, თუ არა. სპეციალისტები უერთებენ რამოდენიმე ელექტროდს პაციენტის თავის კანის თმიან ნაწილზე და კიდურებში განლაგებულ კუნთებზე. ზემოდან იგზავნება სიგნალი და მისი გადაცემა იზომება ქვემოთ. შესაბამისად, ამ რეგიონში გადაჭარბებული დაჭიმულობის არსებობა დაუყოვნებლივ დგინდება და ხდება მისი დაწევა. აღნიშნული მანიპულაცია თავიდან იცილებს რომელიმე ორგანოში სისხლჩაქცევის წარმოქმნის რისკს. კუნთებში განთავსებულია ბირთვი, რომელიც ამოძრავებს სახეს თავის ტვინის ტანში, რომლის გაბარიტებია 4 x 2 მმ. ქირურტები იყენებენ სპეციალურ მასტიმულირებელ ზონდს, ნებისმიერ დროს დაზიანების ალბათობის გამო. ამ ბირთვების ლოკაცია დგინდება ამ ზონდთან შეხების გზით. თეორიულად, ჩვენ ვიცით, თუ სად მდებარეობენ ეს ბირთვები, მაგრამ სიმსივნის არსებობის შემთხვევაში, მათი პოზიცია შეიძლება გადაიხაროს ან მარჯვნივ, ან მარცხვნივ. მისი ზუსტი ლოკაციის დადგენის თანავე, შესაძლებელი ხდება სიმსივნის ქირურგიული გზით ამოჭრა. ასეთი ტექნიკის გამოყენების წყალობით, პაციენტი არ განიცდის სახის დამბლას ოპერაციის დასრულების შემდეგ.

2. ღრმად განლაგებული სიმსივნეების 70%–ის ზუსტი საზღვრების დადგენა ვერ ხერხდება. კერძოდ, ჯანსაღი ქსოვილის სიმსივნისგან გამიჯვნა არის ძალიან რთული. ზოგ შემთხვევაში, ქირურგები ფიქრობენ, რომ მთლიანი სიმსივნე ამოღებულია, და შემდგომში აშკარავდება, რომ მხოლოდ მის ნახევარზე მოხდა სათანადო რეაგირება. ეს ყველაფერი ხდება ცნობილი ოპერაციის დასრულების შემდგომ. ინტრაოპერაციული MR-ს არსებობა ქმნის დიდ შესაძლებლობებს ასეთ შემთხვევებში. პაციენტთა მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრამა კეთდება საოპერაციო მაგიდაზე, სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით, როდესაც თავის ქალა გახსნილია, რაც უზრუნველყოფს ვიზუალურ წვდომას ტვინის შიდა ნაწილთან. ამ გზით ხდება წერტილოვანი ზემოქმედება მცირე, შეუმჩნეველ წილებში. ამ მეთოდის უპირატესობაა გადაწყვეტილების მიღება ქირურგიული ჩარევის გაგრძელებაზე სანამ პაციენტი ჯერ კიდევ იმყოფება საოპერაციო მაგიდაზე. ინტრაოპერაციული მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრამა, რომელიც კეთდება საოპერაციო მაგიდაზე, ქმნის ფართო შესაძლებლობას ღრმად განლაგებული სიმსივნეების ქირურგიაში. ეს მეთოდი პირველად გამოყენებულ იქნა „აჯიბადემის“ ჯგუფში და გრძელდება უკვე 8 წელი.

3. ულტრაბგერითი ტექნოლოგიების გამოყენება ქირურგიული ჩარევის დროს ასევე სარგებლის მომტანია ოპერაციის წარმატებული შედეგების მიღებისთვის. ქსოვილის ქცევის მონიტორინგი აძლევს ექიმს დიდ უპირატესობებს.

mkurnali.geნიშნები, რომელთა უგულვებელყოფა დაუშვებელია

• თუ ბავშვი მუდმივად უჩივის თავის ტკივილს, ამ ნიშნის უგულვებელყოფა დაუშვებელია. მკურნალმა ექიმმა უნდა ნახოს, არის თუ არა წნევის ზრდის ნიშნანი თვალის ფსკერზე.

• დილის საათებში, უზმოზე, ღებინების შემთხვევაში, აღნიშნული სიმპტომი ექვემდებარება გამოკვლევას. ხშირად, ოჯახებს წევრებს გონიათ, რომ ეს სიმპტომი სიმულირებულია ბავშვის მიერ იმის გამო, რომ მას არ უნდა სკოლაში წასვლა. მიუხედავად ამისა, თუ გულისრევას აქვს ადგილი ყოველ დღე, ოჯახის წევრებმა უნდა მიიყვანონ ბავშვი სპეციალისტთან დაუყოვნებლივ.

* თუ ბავშვს აქვს წონასწორობის შენარჩუნების პრობლემა სიარულის დროს, ან არ დადის გამართულად, ან არის მოუქნელი სტანდარტულ მოტორიკაში (ხელობებში), ეს მნიშვნელოვანი სიმპტომები ყურადსაღებია. ასევე გაიარეთ კონსულტაცია შესაბამისი პროფილის სპეციალისტთან.

ქირურგიული თერაპია გამოიყენება ყველა შემთხვევის 45%–ში

1985 წლამდე, თავის ტვინის ტანის სიმსივნის დიაგნოზი ცალსახად ნიშნავდა სიკვდილს. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ იკურნებოდა ტვინის ტანის სიმსივნე. ხალხს ეგონა, რომ ყველა თავის ტვინის ტანის სიმსივნე იყო ერთი და იგივე ტიპის. მიუხედავად ამისა, დოქტორმა ფრედ ჯ. ეფშტეინმა 1985 წელს დაადგინა, რომ არსებობს ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ტვინის ტანის სიმსივნის ოთხი ტიპი. მიუხედავად ამისა, ამ ოთხივე ტიპის მხოლოდ 45% ექვემდებარებოდა ქირურგიულ თერაპიას. პროფესორი მემეტ იოზეკი, რომელმაც მიიღო სპეციალიზაცია დოქ. ეპშტეინის ზედამხედველობით, თვლის რომ მას ძალიან გაუმართლა ამ მხრივ და მან განაცხადა: „მე ვიყავი მხოლოთ ერთ–ერთი დოქ. ეპშტეინის 12 სტუდენტთა შორის 1995 წელს. ამ სწავლის შემდეგ, მე დავინტერესდი თავის ტვინის ტანის სიმსივნის ყველა ტიპში. მიუხედავად ამისა, არსებობს რამოდენიმე განსაკუთრებული შემთხვევა ასეთი სიმსივნეებისთვის. მაგალითად, პაციენტთა 60% საერთოდ არ არის კანდიდატი ქირურგიული ჩარევისთვის. შემთხვევების 55%–ს არ აქვთ დარჩენილი ჯანსაღი უჯრედები თავის ტვინის ტანში. პაციენტის განკურნება შეუძლებელია, ვინაიდან სიმსივნემ დაიკავა მთლიანი ტვინის ტანი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ამოვიღოთ ტვინის ტანი მთლიანად, რაც შეუძლებელს გახდის პაციენტთა რესპირატორული სისტემის ფუნქციონირებას და გულის მუშაობას.“

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ, აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

მისამართი : ი.ჭავჭავაძის გამზ. N 58;

2-15-85-00

R