20-30 ლარს ვშოულობდი და ავადმყოფ ბებიას ვუვლიდი, ასეთი ქალი უპატრონოდ დამრჩა, - „ვარკეთილში“ მომხდარი ნგრევის დროს დაშავებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

20-30 ლარს ვშოულობდი და ავადმყოფ ბებიას ვუვლიდი, ასეთი ქალი უპატრონოდ დამრჩა, - „ვარკეთილში“ მომხდარი ნგრევის დროს დაშავებული

გამოტანილი სესხით განაგრძობს. 30 იანვარს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ფაილოძემ მარცხენა ფეხზე წვივის ძვლის მოტეხილობა მიიღო, რის გამოც სიარულს სავარაუდოდ რამდენიმე თვე ვერ შეძლებს.

ფაილოძეების ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რომელიც მის მიერ დღეში ნაშოვნი 20-30 ლარით, ავადმყოფ ბებიასაც უვლიდა, შემოსავლის გარეშე დარჩა. როგორც დიმიტრი ფაილოძემ „მკურნალი.გე“-სთან საუბრისას აღნიშნა, ოპერაციის გაკეთებიდან მალევე მას გამგეობის წარმომადგენლები შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ, თუმცა მას შემდეგ არც ჯანდაცვის სამინისტროდან და არც თბილისის მერიიდან არავინ შეხმიანებია. დაზარალებული შესაბამის უწყებებს დახმარებას სთხოვს.

„საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი დამიფინანსდა. ოპერაცია პირველივე დღეს გამიკეთეს. საავადმყოფოში მომინახულეს გამგეობის წარმომადგენლებმა, სამართალდამცველებმაც და დახმარებას დამპირდნენ, თუმცა, აღარავინ შემხმიანებია. 10 დღის სამყოფ წამლებში 300 ლარამდე გადავიხადე. მედიკამენტების ფული კი ჩემმა ძმამ სესხად გამოიტანა. ტკივილები მაწუხებს, გამაყუჩებელსა და თრომბის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვიკეთებ.

სპეციალური ჩასაცმელი მჭირდება, რომელსაც დამატებით თანხა სჭირდება. ორ თვეში რენტგენი მექნება გადასაღები და 6 თვეში ხელახალი ოპერაცია მესაჭიროება, რადგან ფეხზე რკინის ფირფიტები მაქვს ჩადგმული.

„ოფიციალური სამსახური არ მქონია, მაგრამ დღიურ სამუშაოზე 20-30 ლარს ვშოულობდი და ავადმყოფ ბებიას ვუვლიდი. სახლშიც ბებიასთან ერთად ვცხოვრობ, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, აქვს სიმსივნე და ასეთი ქალი უპატრონოდ დამრჩა. ჩემი მდგომარეობის გამო მინიმუმ 6 თვე მუშაობას ვერ შევძლებ“, - განაცხადა დიმიტრი ფაილოძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განმარტა, რომ პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა, ხოლო დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.

„30 იანვარს, მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაზარალდა, რომელთაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მათი პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ასევე, თბილისის მერიის მიერ. როგორც არაერთხელ აღინიშნა, დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, თბილისის მერია დაფარავს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ნიკა საჯაია

ფოტო GHN