ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელებაზე უარი მიიღეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელებაზე უარი მიიღეს

პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ განაგრძობს კლინიკების მოძიების პროცესს და ასევე მზად არის პაციენტ მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკება აწარმოოს. „ამ დროისთვის პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა დაჭრილის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა გუშინ კატეგორიულად მოითხოვა. როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახმა გაარკვია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბერლინის კლინიკამ რამდენიმე დღის წინ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე ადგილის არქონის გამო, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი მტკიცებით, გაირკვა, რომ ბერლინის ერთ-ერთი კლინიკა მისი შვილის მიღებისთვის ნებისმიერ დროს მზად არის.