"ტატუ-სენსორები" თანამედროვე მედიცინის მომავალია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ტატუ-სენსორები" თანამედროვე მედიცინის მომავალია

სამგანზომილებიანი ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგია გამოიყენეს. საუბარია გენეტიკურად დაპროგრამებული ცოცხალი უჯრედების ბაზაზე შექმნილი „მელანის“ გამოყენებაზე. ეს „მელანი“ შეიძლება განათდეს სხვადასხვა გამაღიზიანებლის საპასუხოდ.

მეცნიერების თქმით, მომავალში მათ გამოიყენებენ სხვადასხვა საშიშროების გასაკონტროლებელ მოწყობილობად. მაგალითისთვის, ამით შესაძლებელი იქნება გარემოში ქიმიური ნაერთების საშიში დონის, pH -ისა და ტემპერატურის ცვლილების ფიქსირება.

აღნიშნული სისტემა წამლის მიწოდებისთვისაც შეიძლება იყოს გამოსადეგი. ის ნელნელა გამოათავისუფლებს სამკურნალო ნაერთებს.

„ტატუ“ ხის ფორმით ნაბეჭდი ბაქტერიული უჯრედებიანი გამჭვირვალე პლასტირია (ტოტები- სხვადასხვა ქიმიური ნაერთებისადმი მგრძნობიარე უჯრედებია). რომელიმე კონკრეტული ნაერთის არსებობის ფიქსირებისას, ერთ-ერთი ტოტი ინთება.

მეცნიერები მსგავსი სისტემების შექმნას ადრეც ცდილობდნენ. ამ მიზნით გამოიყენებოდა ძუძუმწოვრების უჯრედები, რომლებიც სწრაფად იღუპებოდნენ, რაც სისტემას არასტაბილურს ხდიდა.

ბაქტერიული უჯრედები უფრო სიცოცხლისუნარიანი მასალა გამოდგა. ამასთან, ისინი თავს კარგად გრძნობენ ჰიდროგელში („ტატუში“ ბაზის საზით გამოიყენება ჰიდროგელი). ამან მეცნიერებს უჯრდების ფენაფენა დაბეჭდვის საშუალება მისცა, რითაც იქმნება ინტერაქტიური სამგანზომილებიანი სტრუქტურა.

ლალი ჩხიკვაძე