ვირთაგვებს ლაბორატორიაში გაზრდილი მინი-ფილტვები გადაუნერგეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირთაგვებს ლაბორატორიაში გაზრდილი მინი-ფილტვები გადაუნერგეს

მეცნიერებმა თავდაპირველად ლაბორატორიულ პირობებში მინი-ბრონქები შექმნეს და ალვეოლარული ტომრებიც გაზარდეს, თუმცა, ამ სტრუქტურათა წარმატებით გადანერგვა ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ მკვლევარებმა შექმნეს ბიოდეგრადაციული კარკასი, რომელზეც შემდგომ ადამიანის პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების კულტივირება შეძლეს. პოლი-ლაქტიდ-კო-გლიკოზიდისაგან შექმნილი კარკასის წყალობით მინი-ფილტვებმა შეინარჩუნა მუდმივი ფორმა. გადანერგვის შემდეგ კარკასის მფარავი უჯრედები მომწიფებასა და დაყოფას განაგრძობდა. 8 კვირის შემდეგ, როდესაც იმუნოდეფიციტიან ვირთაგვებს გადაუნერგეს მიღებული “ორგანო”, ცხოველების ორგანიზმში საბოლოოდ ფორმირება განიცადა ადამიანის ფილტვების მსგავსმა სტრუქტურამ. მინი-ფილტვებში ფილტვის ქსოვილისათვის სპეციალიზებული უჯრედები ჩამოყალიბდა, მაგალითად, ლორწოს გამომყოფი უჯრედები, ღეროვანი და წამწამოვანი, ისეთივე, როგორც ადამიანის ფილტვებისთვისაა დამახასიათებელი. ფაქტობრივად ცხოველთა ორგანიზმი გამოიყენეს ერთგვარი ინკუბატორის სახით, სადაც სტრუქტურის კულტივირება და მომწიფება მოხდა. ამ საინტერესო კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ხელოვნური ფილტვების შემდგომში გამოყენება მიზანშეწონილია ახალი პრეპარატების გამოსაცდელად და გენთა ექსპრესიის შესასწავლად. გარდა ამისა, ამ გზით შესაძლებელი გახდება ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ქსოვილების გაზრდა. მეცნიერები კიდევ ბევრ კვლევასა და ექსპერიმენტს ისახავენ მიზნად, რადგან მედიცინის წარმატებების მიუხედავად, რესპირატორული დაავადებები უწინდებურად ადამიანთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რჩება მთელ მსოფლიოში, შესაბამისად, სხვა მიღწევებია საჭირო თინათინ გოცაძე