გოგონა, რომელმაც საკუთარ თავს ურთულესი დიაგნოზი სერიალის დამსახურებით დაუსვა
19 წლის გოგონას უყვარს ცეკვა, ცხენით ჯირითი და ხშირად უყურებს სერიალს "ექიმი ჰაუსი". მოულოდნელად, ალექსანდრიას სიარულის პრობლემა შეექმნა. მას კი სერიალიდან ის მომენტი გაახსენდა, როცა ერთ-ერთ პაციენტს მსგავსი ჩივილები ჰქონდა და ექიმმა ჰაუსმა მას გიიენ ბარეს სინდრომი (Guillain-Barre syndrome) დაუდგინა. დაავადების მთავარი სიმპტომი კიდურების მართვაზე კონტროლის დაკარგვაა და ხშირად სრული პარალიზებით სრულდება.
ნევროპათოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, ალექსანდრიას უთხრეს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა და სახლში გამოუშვეს. თუმცა, თავად გოგონა ამტკიცებდა, რომ მას გიიენ ბარეს სინდრომი ჰქონდა. მოგვიანებით, მას სიმპტომები გაურთულდა და კვლავ საავადმყოფოში მივიდა გამოკვლევაზე. გამოკვლევამ ამჯერადაც არ გამოავლინა რაიმე სახის დარღვევა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი, ალექსანდრია თითქმის სრულად პარალიზებული გახდა და მხოლოდ მაშინ დაადასტურეს ექიმება გოგონას თვითდიაგნოზი. მის მიერ შეთავაზებული მკურნალობის მეთოდებიც სწორი აღმოჩნდა.
ექიმები გაოცებულები იყვნენ, როგორ გამოიცნო გოგონამ საკუთარი დაავადება. Guillain-Barre-ის სინდრომი საკმაოდ იშვიათი სნეულებაა და ის ყოველწლიურად 100 000-დან 1 ადამიანს ემართება.
"თუ თქვენ უყურებთ "ექიმ ჰაუსს", აუცილებად გაგიჩნდებათ იდეები," - უთხრა ექიმებს ალექსანდრიამ, რომლის ერთადერთი ჩივილიც თვითდიაგნოზისა და 2 თვიანი თვითმკურნალობის შემდეგ დაღლილობა იყო. 2 თვის წინ კი ის თითქმის სრულად პარალიზებული იყო.
ამ და სხვა შემთხვევების გათვალისწინებით, ამერიკის სამედიცინო წრეების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ სერიალს ჯანდაცვის სისტემაზე რეალური გავლენა აქვს. ექიმები ამბობენ, რომ უფრო და უფრო მეტი პაციენტები სვამს თვითდიაგნოზს სერიალიდან გამომდინარე. მათი განმარტებით, პაციენტები კლინიკებში თვითდიაგნოზით მიდიან და არა იმისთვის, რომ ექიმმა რეალურად გასინჯოს, დიაგნოზი დასვას და უმკურნალოს. ამას კი ყოველთვის დადებითი შედეგი არ მოაქვს. რადგან ალექსანდრიაგან განსხვავებით, პაციენტების მიერ დასმული თვითდიაგნოზი უმეტესად არასწორია. თუმცა, საკუთარ სისწორეში დარწმუნებულები ძვირადღირებული გამოკვლვების ჩატარებას ითხოვენ და ექიმის დანიშნულებასაც არ ემორჩილებიან. ეს ყველაფერი კი ჯანდაცვის საერთო ხარჯებს ზრდის.
ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექი "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე.