გარდაიცვალა ქირურგი მერაბ კილაძე
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული მედიცინისათვის და სრულიად საქართველოსთვის. "ოჯახის მკურნალი" თანაგრძნობას უცხადებს ბატონი მერაბის ოჯახს, მის კოლეგებს.
მერაბ კილაძის გარდაცვალებას გულისტკივილით ეხმაურებიან მისი მეგობრები:
მამუკა ცუხიშვილი: ამ საღამოს თავის სამუშაო კაბინეტში კოლეგებმა გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს ჭეშმარიტად სახალხო ექიმი, დიდებული მამულიშვილი და საოცარი ადამიანი ბატონი მერაბ კილაძე. ხალხო შოკში ვარ.. გაოგნებული და შეშინებული, განცვიფრებული და უაღრესად გულნატკენი. მერაბ კილაძე გარდაცვლილა. სიტყვები უძლურია.. არ ვიცი რა ვთქვა, რა დავწერო.. ჩემი და თქვენი მეგობარი მერაბ კილაძე აღარაა.. ამას წინ დამირეკა და მითხრა "რა გეწყინა, სად დაიკარგე, მოდი, მოგვენატრე".. არ ვიცი, ვერ ვხვდები რა მოხდა.. წავიდა, გაერიდა ამაობას, გადასახლდა მართალთა სავანეში.. გული მტკივა.. ძალიან დამაკლდები მერაბ.. უსაზღვროდ მიყვარხართ.
კაცი რომელიც დააკლდა მთელს საქართველოს.. ოქროსხელება და ბაჯაღლო გულის ადამიანი.. იმედის მომცემი და სიკეთის მქმნელი.. დიდებული.. უბრალო, თბილი. ტკბილი.. კაცობის ეტალონი.. უბადლო და მაღალპროფესიონალი.. უპრეტენზიო და გაწონასწორებული. საჩხერლებისა და ჭიათურლების საფიცარი დასტაქარი. ჩემი და მრავალთა მეგობარი, ჩვენი მერაბ კილაძე აღარაა.. წავიდა უთქმელად, ჩუმად, უპრეტენზიოდ...
ოთარ ჩრდილელი: 55 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა, ცნობილი ექიმი, მერაბ კილაძე.
მუცლის ღრუს სხვადასხვა პათოლოგიის ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად, მასთან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ.
უმძიმესი დანაკლისია...
ნინო გვარამაძე: ძალიან სამწუხაროა ბატონი მერაბის გარდაცვალება, გულისხმიერი, პროფესიონალი, "საუკუნის ექიმად" წოდებული ... სიტყვები უძლურია ამ ტრაგედიის გადმოსაცემად, სამძიმარი ოჯახს და სრულიად საქართველოს, ის ქვეყანას დააკლდება ...
ბაია დვალიშვილი: სიტყვები არ მყოფნის.....როგორი არაჩვეულებრივი ექიმი და ადამიანი.....
მაიკო ბულაშვილი: ვერ ვიჯერებ .. შოკში ვარ! ძალიან ძალიან დიდი დანაკარგია ეს საქართველოთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. უძლიერესი ქირურგი და ძალიან კარგი ადამიანი.
ნუკი კოშკელიშვილი: მერაბ კილაძის გარდაცვალების შესახებ ახლა გავიგე.... ძალიან ვმწუხვარ და ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებს, თუმცა მგონია მთელ ქვეყანას უნდა ვუსამძიმრებდე, საუკეთესო ექიმი, თავის საქმის გენიოსი და კარგი მეგობარი...ძალიან მეტკინა...
ჯონი ჯანაშია: კაცურ კაცობის, ჭეშმარიტი პროფესონალიზმის ეტალონი დაკარგა დღეს საქართველომ. მოულოდნელად დაგვტოვა მართლაც ფანტასტიურმა ქირურგმა მერაბ კილაძემ,უთვალავი პაციენტის მადლნაპკურებმა დასტაქარმა.ასთი ადამიანები სამწუხაროდ ძალიან იშვიათად იბადებიან და ასე უდროოდ არ უნდა მიდიოდნენ...
ილია გოცაძე: ძალიან საწყენი ამბავი. გარდაიცვალა თავისი საქმის დიდი პროფესიონალი პროფ. მერაბ კილაძე. ოპერაციები ჰქონია დღეს. ჩვევულებრივად მუშაობდა. მწვავედ. 55 წლის. მამაჩემივით.
წაიკითხეთ: