ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმი - სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა, სახის ნერვის დამბლა არ არის, ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე ვმუშაობთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმი - სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა, სახის ნერვის დამბლა არ არის, ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე ვმუშაობთ

მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის "მედიქლაბ ჯორჯიაში" დატოვონ. ექიმის თქმით, სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ. ხურციძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერაბიშვილს აქვს სახის ნერვის დამბლა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე ამჟამად შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. რაც შეეხება მისი დიაგნოზის შესახებ შეკითხვებს, მინდა გითხრათ, რომ იდიოპათიური ჰორნერის სინდრომის დიაგნოზი არის ჩვენი ძირითადი სამუშაო ვერსია, თუმცა გამორიცხულია მწვავე მდგომარეობები, როგორც სიმსივნური პათოლოგია, ასევე სხვა მწვავე პათოლოგია, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა პაციენტის მდგომარეობას. ასევე, გამორიცხულია მწვავე ეგზოგენური ტოქსიკაციის რამე ნიშანი. სახის ნერვის დამბლა არ არის, რომელზეც აზრი მუსირებდა მასმედიაში. კონსილიუმის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით გავაკეთოთ კვლევა - საძილე არტერიის ულტრასონოგრაფია, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, საჭიროებს მხოლოდ დაკვირვებით რეჟიმში მკურნალობის გაგრძელებას. რამე კონკრეტულ მკურნობას არ საჭიროებს და ის დატოვებს ჩვენს კლინკას", - განაცხადა ხურციძემ.

"მედიქლაბ ჯორჯიას" ექიმებთან ერთად კონსილიუმში მონაწილეობდა ვანო მერაბიშვილის ოჯახის მიერ მიწვეული სამი ექიმი.