ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმი - სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა, სახის ნერვის დამბლა არ არის, ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე ვმუშაობთ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმი - სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა, სახის ნერვის დამბლა არ არის, ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე ვმუშაობთ
ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმი - სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა, სახის ნერვის დამბლა არ არის, ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე ვმუშაობთ
ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმის, თერაპევტ ელენე ხურციძის განცხადებით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის "მედიქლაბ ჯორჯიაში" დატოვონ. ექიმის თქმით, სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ. ხურციძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერაბიშვილს აქვს სახის ნერვის დამბლა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე ამჟამად შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. რაც შეეხება მისი დიაგნოზის შესახებ შეკითხვებს, მინდა გითხრათ, რომ იდიოპათიური ჰორნერის სინდრომის დიაგნოზი არის ჩვენი ძირითადი სამუშაო ვერსია, თუმცა გამორიცხულია მწვავე მდგომარეობები,
როგორც სიმსივნური პათოლოგია, ასევე სხვა მწვავე პათოლოგია, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა პაციენტის მდგომარეობას. ასევე, გამორიცხულია მწვავე ეგზოგენური ტოქსიკაციის რამე ნიშანი. სახის ნერვის დამბლა არ არის, რომელზეც აზრი მუსირებდა მასმედიაში. კონსილიუმის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით გავაკეთოთ კვლევა - საძილე არტერიის ულტრასონოგრაფია, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. ამჟამად მისი მდგომარეობა
სტაბილურია, საჭიროებს მხოლოდ დაკვირვებით რეჟიმში მკურნალობის გაგრძელებას. რამე კონკრეტულ მკურნობას არ საჭიროებს და ის დატოვებს ჩვენს კლინკას", - განაცხადა ხურციძემ.

"მედიქლაბ ჯორჯიას" ექიმებთან ერთად კონსილიუმში მონაწილეობდა ვანო მერაბიშვილის ოჯახის მიერ მიწვეული სამი ექიმი.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიადან" ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.
04-10-2018
ნევროლოგ გიორგი გეგელაშვილის განმარტებით, ჰორნერის სინდრომი, რა დიაგნოზიც ვანო მერაბიშვილს დაუსვეს,
24-09-2018
იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ლევან ფერაძე მარიხუანას მოწევის ლეგალიზების შესახებ საკუთარ მოსაზრებას ვრცელ პოსტში გამოთქვამს
12-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ
რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან, 6 ამ დრომდე კლინიკა
უკვე გატყობინებდით, რომ 26-27 ოქტომბერს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ტარდება
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის შვიდმა მოსწავლემ, რომელიც გუშინ მოიწამლა, საავადმყოფო დატოვა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური
უცხოეთიდან მიღებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით ივანე მერაბიშვილის მძიმე
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით