სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, გია თვალავაძე კლინიკაში სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს.

"მე მოსამართლეს წარვუდგინე დოკუმენტაცია, რომ თვალავაძეს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ახლა მაცნობეს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში, სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს საპყრობილიდან კლინიკაში. ამიტომ არის უსამართლო სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო. სულ რომ დანაშაული ჰქონოდა ჩადენილი მას და არსებობდა მტკიცებულებები, კანონში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას. გარდა ამისა, ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და როგორც წესი ასეთ შემთხვევებში არასოდეს იყენებენ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას", - განაცხადა ლალი აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.