პაციენტი კლინიკა „ნინოდან“ ჩვენთან შემოყვანისას იყო კრიტიკულ და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში - ღუდუშაურის კლინიკა მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაციენტი კლინიკა „ნინოდან“ ჩვენთან შემოყვანისას იყო კრიტიკულ და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში - ღუდუშაურის კლინიკა მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე

შესახებ ღუდშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიმღები და გადაუდებელი სამსახურის უფროსმა თათა ქაჩიბაიამ ჟურნალისტებს კლინიკა “ნინოში”მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი 35 წლის ქალის შესახებ განუცხადა.

მისი თქმით, ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტი კატასტროფის ბრიგდამ შეიყვანა მაშინ, როცა მისი მდგომარეობა კრიტიკული და უკიდურესად მძიმე იყო, რაც სისხლის მასიური რაოდენობით დაკარგვამ გამოიწვია.

„შპს “ნინოდან” ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა გადმოყვანილი, შემოსვლისას დაისვა დიაგნოზი - ფარული სისხლდენა, ჰემორაგიული შოკი. შემოსვლიდან 8 წუთში პაციენტი საოპერაციო ბლოკში იქნა აყვანილი, ჩატარდა ოპერაცია, ინტრაოპერაციულად მუცლის ღრუში აღმოჩნდა დაახლოებით 4 ლიტრამდე სისხლი, მშობიარობის შედეგად გამოწვეული საშვილოსნოს გახევა. ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მასიური სისხლის დანაკარგის გამო, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო, პაციენტი გარდაიცვალა.

35 წლის პაციენტმა შპს “ნინოს” 10 აგვისტოს 15:00 საათზე მიმართა, 19:45 წუთზე ფიზიოლოგიურად იმშობიარა, რაც კლინიკის ფორმა 100-შიც დაფიქსირებულია, 22:00 საათზე დაუფიქსირდა დაბალი წნევა და საერთო სისუსტე და ღუდუშაურის კლინიკაში 00:35 წუთზე კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს“, - განაცხადა თათა ქაჩიბაიამ.

10 აგვისტოს ღამით სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ნინოს“ დირექტორმა ნინო კაკულიამ განუცხადა, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. საქმეზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.