ექიმების კვალიფიკაციას პერიოდულად გადაამოწმებენ - რა პროექტზე მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ექიმების კვალიფიკაციას პერიოდულად გადაამოწმებენ - რა პროექტზე მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო
ექიმების კვალიფიკაციას პერიოდულად გადაამოწმებენ - რა პროექტზე მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს საკითხზე, რომელიც სერტიფიცირებული ექიმების კვალიფიკაციის პერიოდულად გადამოწმებას გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს საკითხზე, რომელიც სერტიფიცირებული ექიმების კვალიფიკაციის პერიოდულად გადამოწმებას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმაზე მსჯელობას დაახლოებით ერთი წელი ან წელიწადნახევარი დასჭირდება. რაც შეეხება მისი დანერგვის ფორმებს, როგორც დეპუტატმა განმარტა, შესაძლოა, აღდგეს კრედიტსაათებისა და ჩათვლების სისტემა.

„ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ სამედიცინო ხარისხის რეგულირება ექიმების კვალიფიკაციის რეგულირების გარეშე შეუძლებელია. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების განმეორებით ჩაბარების აუცილებლობა იქნება თუ კრედიტსაათები,
ყველა ამ თემაზე უნდა მოხდეს სერიოზული კონცეფციის საჯარო განხილვა და მერე უკვე სამინისტროს მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენა, რომელსაც ჩვენ პარლამენტში ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. ამ რეფორმის ჰორიზონტი მსჯელობისთვის არის დაახლოებით ერთი წელი-წელიწადნახევარი, რომ ასეთი სისტემა თავიდან დავნერგოთ.
ეს კონცეპტუალურად უნდა ჩამოყალიბდეს. მე ვიცი, რომ სამინისტრო
მუშაობს ამ კონცეფციაზე, რომ ეტაპობრივი დანერგვა განვახორციელოთ. პირველი იქნება, რომ კრედიტსაათების სისტემა აღდგება, ჩათვლები იქნება და დანარჩენი ვნახოთ, აქაც წახალისებისა და სავალდებულოობის პრინციპი უნდა მოქმედებდეს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია
24-09-2018
თბილისი მოლში სკოლისთვის მზადება იწყება! 31 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით
05-09-2018
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში 21 პაციენტია მოთავსებული, მათგან 12 ბავშვია.
09-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის შვიდმა მოსწავლემ, რომელიც გუშინ მოიწამლა, საავადმყოფო დატოვა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური
უცხოეთიდან მიღებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით ივანე მერაბიშვილის მძიმე
სა­ბერ­ძნეთ­ში ნაპოვნი 24 წლის ქართველი გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მისი მეგობარი საუბრობს.
მინესოტის უნივერისიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერების მტკიცებით, ნაერთი ფიზეტინი ხანდაზმული
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით