დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორი სამხედრო მოსამსახურე ამ კლინიკებში გუშინ მოათავსეს.

როგორც „ამტელ ჰოსპიტალის“ ქირურგმა ლაშა მაჭარაშვილმა განაცხადა, სამხედრო მოსამსახურე სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის დაჭრილი. „გუშინ გაკეთდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და პლევრის ღრუს დამუშავება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად შესაბამის პალატაში იმყოფება და გადის მკურნალობას“, - განაცხადა ქირურგმა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გიორგი გაფრინდაშვილმა განუცხადა, 20 წლის სამხედრო მოსამსახურეს მუცლის არეში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. ექიმის თქმით,დაჭრილ ჯარისკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

„მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა. ბადე და კუჭი იყო დაზიანებული, ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი პალატაშია მოთავსებული. ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით იყო მიყენებული. შემოყვანის დროს გონზე იყო", - განაცხადა ექიმმა.

მისივე ინფორმაციით, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში თავდაპირველად 3 პაციენტი შეიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება, ორი კი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული.