13-სართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა (ვიდეო)
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მრავალსართულიანი სახლი დასანგრევად გამზადებული იყო.
დაშავებულია ერთი ადამიანი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
13-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილება შეფერხებულია.
ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას შემთხვევის ადგილთან ახლოს გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.