"აეროპორტში გახდა ცუდად, მოწამლული ჰქონდა მთელი ორგანოები" - რამ იმსხვერპლა ქართველი გოგონა თურქეთში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"აეროპორტში გახდა ცუდად, მოწამლული ჰქონდა მთელი ორგანოები" - რამ იმსხვერპლა ქართველი გოგონა თურქეთში

თურქეთში დასვენება აირჩიეს თბილისელმა დებმა თეა და ნინა ქურციკაძეებმაც, თუმცა, ეს დასვენება მათთვის ტრაგიკულად დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დას, თეას მწერმა უკბინა, რის შედეგადაც გოგონა გარდაიცვალა. დეტალების გასარკვევად, AMBEBI.GE მომღერალ თამთა ჭელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თამთა ჭელიძე:

- თეა და ნინა დედაჩემის მეგობრის შვილები არიან. არაჩვეულებრივი გოგონები არიან. დასასვენებლად იყვნენ თურქეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში, სადაც თეას სავარაუდოდ მწერმა უკბინა, შრატი არ გაიკეთა და გარდაიცვალა.

საქართველოში როცა ბრუნდებოდნენ, აეროპორტში გახდა ცუდად. აქ როცა ჩამოვიდნენ, კლინიკაში გადაიყვანეს, მოწამლული ჰქონდა მთელი ორგანოები. ოჯახი საზღვარგარეთ გადაფრენას აპირებდა, მაგრამ ექიმებმა უთხრეს, ფრენას ვერ შეძლებსო, ინფექციონისტის ჩამოყვანასაც აპირებდნენ, მაგრამ დაგვიანებული იყო უკვე ყველაფერი და ტრაგედია დატრიალდა.

წაიკითხეთ სრულად: "აეროპორტში გახდა ცუდად, მოწამლული ჰქონდა მთელი ორგანოები"

არის თუ არა საქართველოში გავრცელებული ტარანტულის სახეობა სიცოცხლისთვის საშიში

როგორც zooclub.ge-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნინო მამუკაშვილმა განუცხადა, საქართველოში გავრცელებული ტარანტულის სახეობა ადამიანებისა და ცხოველებისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტარანტული ტანად საკმაოდ დიდი (20-30 მმ სიგრძის), ფეხსახსრიანი ცხოველია. ბინადრობს უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებსა და ტყე-ველებში, სოროს იკეთებენ 60 სმ-მდე სიღრმეზე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული რამდენიმე სახეობა. ყველა ტარანტული მეტნაკლებად შხამიანია, მაგრამ ადამიანისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

mkurnali.ge

ტარანტული, გვხვდება შუა აზიაში, რუსეთის სამხრეთით და უკრაინაში. რუსული ტარანტული ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე ცენტრალურ ევროპასა და ჩინეთში. მისი არეალის უკიდურესი დასავლეთი წერტილია სახელმწიფო ავსტრია. ბინადრობს უდაბნოში, სტეპებსა და ტყე-სტეპის ზონებში. სხეულის სიგრძე 25-35 მმ. წონა 2.6-დან 7 გრ-მდე. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით. მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძეა საშულოდ 30-40 სმ. შესასვლელი დაფარულია პარკით. ობობა-მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. როგორც წესი, ტარანტული ცხოვრობს განმარტოებით. ისინი არ ჯგუფდებიან.

ტარანტული მეტად აგრესიული ობობაა იმ შემთხვევაში, თუ მის დაჭერას ეცდებით. ვინაიდან შხამიანია, მისი კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. როგორც წესი, ადამიანს თავს არ ესხმის.

როგორ მოვიქცეთ ტარანტულის კბენის შემთხვევაში? დაავადებათა კონტროლის ცენტრი შემდეგ რეკომენდაციებს გვთავაზობს:

• მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საპნით. კანი ძლიერ არ დაიზილოთ;

• დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკური საშუალებით;

• დაიდეთ ნაკბენზე ცივი (ყინული, წყალი) 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ცივი საფენი 10 წუთით და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები სანამ არ შეწყდება ტკივილი;

• შეშუპების თავიდან ასაცილებლად, ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა;

• შეინარჩუნეთ სიმშვიდე;

• მიიღეთ ბევრი სითხე - ეს უზრუნველყოფს ტოქსინების სწრაფ გამოდევნას;

• ალერგიული რეაქციის შემთხვევაში - მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;

• იმ შემთხვევაში თუ, ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს, ან თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.