ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს ორი ჩვილი და მამა გარდაიცვალნენ, ბავშვების დედა და ბებია კი ბათუმის კლინიკაში იმყოფებიან (ნახეთ ვიდეო)
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ.
შეგახენებთ, რომ ავარიაში ერთი ოჯახის 5 წევრი მოყვა, საიდანაც სამი - ორი ბავშვი და მამა დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ბათუმი-ჩაქვში შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.