არის თუ არა საქართველოში საწვავი ტყვიით დაბინძურებული? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არის თუ არა საქართველოში საწვავი ტყვიით დაბინძურებული?

შესახებ განცხადებას ავრცელებს: წაიკითხეთ: "ენ-დი-აის" ოფისის ხელმძღვანელი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, რომ სასწრაფოდ აიღონ ანალიზი ტყვიის შემცველობაზე

თორნტონის მოსაზრებას არ ეთანხმებიან ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. მისი ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე ტყვიის შემცველი საწვავი არ შემოდის და გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქვეყანა აზერბაიჯანიდან ან სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი და დაბალი ხარისხის საწვავით მარაგდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განმარტებით, ადგილობრივი ბაზარი მხოლოდ ევროპიდან მარაგდება.

"საქართველოში ბენზინის საწვავზე მთავრობის დადგენილების მიხედვით მოქმედი ხარისხობრივი ნორმები შეესაბამება ევრო-5 სტანდარტს, ბენზინის საწვავის იმპორტი ხდება ევროკავშირის ქვეყნებიდან; რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან. წლებია, არ ხდება ბენზინის იმპორტი თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვინაიდან იქ წარმოებული ბენზინი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან დაკავშირებით. ამაზე ჩატარებულია მრავალი კვლევა, - მათ შორის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, სადაც არასდროს დაფიქსირებულა ტყვიის შემცველი ბენზინის არსებობა ჩვენს ქვეყანაში" - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

საქართველოში საწვავის იმპორტიორი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორის, ლევან გიორგაძის თქმით კი, მათ მიერ იმპორტირებული ყველა ტიპის ბენზინი და დიზელი, გარდა ნანო დიზელისა, ქვეყანაში შემოდის ევროპიდან და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მოსახლეობა არაა ინფორმირებული და არასწორ დასკვნებს აკეთებს. დავიწყოთ იმით, რომ უკვე წლებია, საქართველოში აზერბაიჯანიდან ბენზინი არ შემოდის. ეს შეგიძლიათ, საბაჟო დეპარტამენტთან ან სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან გადაამოწმოთ.

რაც შეეხება საქართველოში იმპორტირებულ ბენზინს, ძირითადად, ჩვენს ქვეყანაში ბენზინი შემოდის ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან და საბერძნეთიდან და აბსოლუტურად ყველა ტონა შემოტანილი ბენზინი შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს გარემოს დაცვასთან მიმართებაში, - მათ შორის ტყვიასთან მიმართებაში. შესაბამისად, ზუსტად ის ბენზინი შემოდის, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის მოქალაქეები.

წაიკითხეთ: ტყვიით მოწამვლა რა იწვევს მას და როგორ ამოვიცნოთ

რაც შეეხება დიზელს, ის საერთოდ არ შეიცავს ტყვიას, - არც ევროპული, არც აზერბაიჯანული და არც აფრიკული დიზელი," - თქვა ლევან გიორგაძემ.

NDI-ს საქართველოს ოფისის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ლორა თორნტონი Facebook-პოსტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, რადგან ეს მისი, როგორც შეწუხებული მშობლის პოზიციაა და ის პირად სივრცეში საკუთარი მოსაზრების გამოქვეყნებისას რაიმე ექსპერტულ კვლევას არ დაყრდნობია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2017 წლის მონაცემებით, დედაქალაქის ჰაერში ტყვიის შემცველობა 2008 წლის შემდგომ აღარ აჭარბებს დასაშვებ ზღვარს, ანუ 0.0003 მგ/მ³-ს.

რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჭHO) გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ. რეიტინგში საქართველო 70-ე ადგილზეა. გასულ წელს, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მე-4 ადგილზე მოხვდა, რაც, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არაზუსტი მონაცემების ანალიზის და მოძველებული სტატისტიკის გამოყენებამ განაპირობა.