კახეთში ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, არიან დაშავებულები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
კახეთში ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, არიან დაშავებულები
კახეთში ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, არიან დაშავებულები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად 3 მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 პოლიციის თანამშრომელი დაშავდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. “მიმდინარე წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

ავარიული
დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს.

ამ წუთებში სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი ადგილზე გაეცნობა მომხდარის დეტალებს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური
ინსპექციაც“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა. როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს“
10-09-2018
"სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
17-07-2018
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა
16-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვები კლინიკა "მედიქალ სითიში" წუხელ ეტაპობრივად შეიყვანეს. კლინიკის ინფექციურ დაავადებათა
სუს-მა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია
C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა, შე­საძ­ლოა, ჯან­დაც­ვის უწყე­ბა­ში დიდი სკან­და­ლის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს - პროგ­რა­მას
ოკუ­პი­რე­ბულ სო­ხუმ­ში, სა­ბან­კე­ტო დარ­ბაზ­ში Абырлаш უმი­სა­მარ­თო სრო­ლის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა.
ბავშვი, რომელიც რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის ფანჯრიდან
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ. ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება