ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი თორმეტივე ფეხბურთელი და მათი მწვრთნელიც უკვე სამშვიდობოს არიან - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი თორმეტივე ფეხბურთელი და მათი მწვრთნელიც უკვე სამშვიდობოს არიან
ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი თორმეტივე ფეხბურთელი და მათი მწვრთნელიც უკვე სამშვიდობოს არიან
ტა­ი­ლან­დის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თორ­მე­ტი­ვე ფეხ­ბურ­თე­ლი და მათი მწვრთნე­ლი მღვი­მი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, ევა­კუ­ა­ცი­ის მე­სა­მე ეტა­პიც წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. უწყე­ბა "ფე­ის­ბუქ­ზე" აღ­ნიშ­ნავს, რომ არ­ცერთ მათ­განს ახლა საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნებ­მა და ვერ­ტმფრე­ნებ­მა ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

ბი­ჭე­ბი 23 ივ­ნისს გა­უ­ჩი­ნარ­დნენ, ისი­ნი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე შე­ვიდ­ნენ და გა­მოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლეს.

ბი­ჭე­ბის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა ად­გი­ლობ­რივ­მა მაშ­ვე­ლებ­მა 18 დღის წინ და­ი­წყეს, სა­ბო­ლო­ოდ კი მას­ში უამ­რა­ვი ქვეყ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩა­ე­ბა. 2ივ­ლისს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გუნ­დი მღვი­მე­ში ორმა ბრი­ტა­ნელ­მა მო­ხა­ლი­სე მყვინ­თავ­მა იპო­ვა. სწო­რედ მათ გა­ავ­რცე­ლეს პირ­ვე­ლი ვი­დეო, სა­დაც ბი­ჭე­ბი ამ­ბობ­დნენ,
რომ ცა­მე­ტი­ვე მათ­გა­ნი ცო­ცხა­ლი იყო და თავს კარ­გად გრძნობ­და. სპორ­ტსმე­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მყვინ­თა­ვი მაშ­ვე­ლე­ბი და ინ­ჟინ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­ვიდ­ნენ.

mkurnali.ge

მღვი­მე­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბის მშობ­ლე­ბი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოქ­ვა­ბუ­ლის შე­სას­ვლელ­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და შვი­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ლო­ცუ­ლობ­დნენ.

mkurnali.ge

სიბ­ნე­ლე­სა და ტა­ლახ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბის ბედი 18 დღის მან­ძილ­ზე მთელ მსოფ­ლი­ოს აღელ­ვებ­და. მაშ­ვე­ლე­ბი
ში­შობ­დნენ, რომ წყლი­თა და ტა­ლა­ხით და­ფა­რულ უწ­ვრი­ლეს გვი­რა­ბებ­ში ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნა სი­ცო­ცხლის რის­კის ფასი იყო.

ბი­ჭე­ბის­თვის საჭ­მე­ლი­სა და ჟანგბა­დის მი­სა­წო­დებ­ლად ჩა­სუ­ლი ერთ-ერთი გა­მოც­დი­ლი მაშ­ვე­ლი უჰა­რო­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

mkurnali.ge

ამინ­დის პროგ­ნო­ზი კი­დევ უფრო მე­ტად არ­თუ­ლებ­და საქ­მეს, სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი კვლავ ძლი­ერ წვი­მას ვა­რა­უ­დობ­დნენ, რის შე­დე­გა­დაც ის მღვი­მეც და­იტ­ბო­რე­ბო­და, სა­დაც ბი­ჭე­ბი თავს აფა­რებ­დნენ. უჭ­მე­ლო­ბის­გან და­სუს­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბამ ცურ­ვაც არ იცის.

სა­ბო­ლო­ოდ, მაშ­ვე­ლებ­მა რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და­ი­წყეს. ოპე­რა­ცია სამი დღის მან­ძილ­ზე სამ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­და.

მას შემ­დეგ, რაც ორმა ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თავ­მა მღვი­მე­ში ბი­ჭებს მი­აგ­ნო, ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად გა­მოქ­ვა­ბულ­ში ექი­მი და რამ­დე­ნი­მე მყვინ­თა­ვი იმ­ყო­ფე­ბო­და. უახ­ლო­ეს წუ­თებ­ში მღვი­მე­დან მათ გა­მო­ჩე­ნა­საც ელი­ან.

ბი­ჭე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ექი­მებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი კა­რან­ტინ­ში და­ტო­ვონ, რად­გან მათ ორ­გა­ნიზ­მში ინ­ფექ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა გა­მო­რი­ცხონ.

mkurnali.ge
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
"დე­ი­ლი მე­ი­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში 12 ბიჭი და მათი მწვრთნე­ლი
14-07-2018
ჩაწყობილი მატჩების საქმეზე დაკავებულ საკალათბურთო გუნდ „სოხუმის“ თანამფლობელ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია უტარდება.
04-01-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ. ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
რეპერი ბერა ივანიშვილი დაოჯახდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს და რჩეულის ფოტოსთან ერთად
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
კონგრესის ორგანიზატორია ფარმაცევტული კომპანია "ფარმაკინეზისი"
20 სექტემბერი 2018
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
21 სექტემბერი 2018
ნიორი დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ითვლება, რომ ის
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება