რა მოხდა ხადას ხეობაში - გავრცელებული ცნობით, ბრალდებულმა აღიარა, რომ ქალის გაუპატიურება უნდოდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მოხდა ხადას ხეობაში - გავრცელებული ცნობით, ბრალდებულმა აღიარა, რომ ქალის გაუპატიურება უნდოდა

ამ ეტაპზე შსს-ს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, ადგილობრივები მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალებზე უკვე ყვებიან.

ადგილობრივების თქმით, დანაშაულში ბრალდებული 19 წლის ახალგორელი მწყემსი, გვარად კობაურია. სამართალდამცველები მისი მონაწილეობით მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ ბავშვის ცხედრის ძებნის ოპერაციას, ხოლო ცხედრის პოვნის შემდეგ ის ჩუმად გაიყვანეს ხეობიდან, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მის ჩაქოლვას ითხოვდა.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულმა აღიარა, რომ მას სურდა ქალის გაუპატიურება, რის გამოც ჯერ ლორა სმიტის მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ თავად ლორა სმიტი, ხოლო 4 წლის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ამ შემზარავი ფაქტის დროს ტიროდა, მოკლა და მისივე სიტყვებით, ცხედარი ზვავის ნამქერში დამალა. ამის შემდეგ სოფელში წამოვიდა და ხალხს შეატყობინა, რომ ქალის ცხედარი იპოვა, ხოლო შემდეგ ხალხთან და მაშველებთან ერთად ძებნის ოპერაციაში მონაწილეობდა.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს ისინი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორაა.

მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ.