19 წლის მწყემსი, რომელმაც ამერიკელი ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის ბავშვის მკვლელობა აღიარა, ახალგორიდან არის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

19 წლის მწყემსი, რომელმაც ამერიკელი ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის ბავშვის მკვლელობა აღიარა, ახალგორიდან არის

1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, გარდაცვლილები იპოვეს. ასევე უკვე ნაპოვნია მათი 4 წლის შვილი, რომელიც თოფით არის მოკლული.

ეს ოჯახი მარნეულში 7 წლის წინ ჩამოვიდა საცხოვრებლად და ორმაგი მოქალაქეობაც მიიღეს. რაიანი აზრბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული. იგი ახლო მომავალში მარნეულში საბავშვო მოედნის გაშენებას საკუთარი ხარჯებით გეგმავდა, მაგრამ...

ოჯახის ძებნის ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ივლისს  "112"–ში შეტყობინება შევიდა, რომ მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი 6 ივლისს ავტომანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი კი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

mkurnali.ge

19 წლის მწყემსი, რომელიც შემზარავ მკვლელობაშია ბრალდებული, უკვე დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, შელაპარაკებას მოყვა.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მას შემდეგ რაც მწყემსმა სმიტების ოჯახი ჩანჩქერის ტერიტორიაზე მიიყვანა, რაიან სმიტსა და 19 წლის მწყემსს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა სავარაუდოდ, მამაკაცს ესროლა, შემდეგ ქალი მოკლა, ბოლოს კი 4 წლის ბავშვი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც მწყემსმა ცხედრები გადამალა, დარეკა ხადას ხეობაში დახმარების სათხოვნელად და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვა და ახლოს ვერ მიდიოდა, რადგან ცხედრის ეშინოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებების დაწყების შემდეგ, ბრალდებული მწყემსი თავადვე მონაწილეობდა დანარჩენი გარდაცვლილების ძებნის პროცესში.

დუშეთის რაიონის მერის ნუგზარ სეხნიაშვილის თქმით, მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული.

mkurnali.ge