მარტივი რეცეპტები, რომლებიც დაავადებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
მარტივი რეცეპტები, რომლებიც დაავადებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ
მარტივი რეცეპტები, რომლებიც დაავადებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ
ფარმაკოლოგია წლიდან წლამდე ვითარდება, თუმცა მისი ფუნდამენტური ნაწილი უცვლელია

- მცენარეული ნაერთები მედიკამენტების შემადგენლობის დიდ ნაწილს წარმოადგენს. განვითარების შედეგად იხვეწევა პრეპარატების ხარისხი და ვარგისიანობა, თუმცა თანამედროვე ცხოვრებამ ახალი პრობლემა  პოლიპრაგმაზია ანუ მედიკამენტების დიდი და არასაჭირო რაოდენობით დანიშვნა და მიღება წარმოშვა. სწორედ ამ პრობლემისგან თავის არიდების მიზნით, საზოგადოების დიდი ნაწილი მცენარეული საშუალებების სახლში მომზადებას და ასე მკურნალობას ამჯობინებს.

ადამიანები ხშირად ურჩევენ ერთმანეთს ამა თუ იმ მცენარეულ საშუალებებს, რომლებიც კონკრეტულ დაავადებებთან ბრძოლაში გამოადგათ. ამ რჩევების, რეცეპტების ერთად შეკრება და გამოცემა კი გამომცემლობა "პალიტრა L-მა"

გადაწყვიტა. "სამედიცინო რეცეპტების" დიდი კრებული, რომელშიც ექიმების მიერ შემუშავებული სასარგებლო რჩევები და სხვადასხვა დაავადების სამკურნალო, მცენარეული რეცეპტებია თავმოყრილი. წიგნი ამჟამად 2 ტომად გამოიცემა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე 1 ტომად იყო გამოცემული. ის გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა და ძალიან მალე დეფიციტში აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი
ხელახლა გამოცემა.

წიგნის ავტორისა და რედაქტორის თამარ მამაცაშვილის განმარტებით, "2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი" "კარაბადინის" ერთგვარი გაგრძელებაა.

" მივხვდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მკითხველისთვის მსგავსი შინაარსის წიგნის მიწოდებას, ამიტომაც გადავწყვიტეთ, სამედიცინო რჩევები კიდევ ერთ წიგნად გამოგვეცა. მოგეხსენებათ, ფარმაცევტულ ბაზარზე პრეპარატების უმეტესობა მცენარულია  წიგნიც სწორედ მცენარეული რეცეპტების ბაზაზეა შექმნილი, გვაწვდის სხვადასხვა საჭირო რჩევებს მცენარეულ პრეპარატებზე, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება ქიმიურ ანალოგებს და გაცილებით მარტივია გამოსაყენებლად. თანაც, მათი მიღება ხანგრძლივად შეიძლება, უსაფრთხოცაა და ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს. ოფიციალური, კლასიკური მედიცინა ამ პრეპარატებს აღიარებს, საქართველოში კი მოგეხსენებათ, ფიტოპრეპარატებისა და რეცეპტების დიდი, ბუნებრივი წყარო გვაქვს, საქართველო ოდითგანვე ცნობილი იყო მცენარეული მედიცინის სამშობლოდ. ექიმი გახლავართ და ამ თემით ძალზე დაინტერესებული ვარ. ჩემი სამედიცინო პრაქტიკის პარალელურად, მცენარეულ რეცეპტებს ყოველთვის ვიყენებ და შემიძლია ყველა მოქმედ ექიმებსაც ვურჩიო,"  განმარტავს თამარ მამაცაშვილი.

წიგნში მოცემული სამედიცინო რეცეპტების კრებული წარმოადგენს ჟურნალ "ოჯახის მკურნალში" 1314 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული რეცეპტების ერთგვარ კრებულს. ის, რომ თითოეული რეცეპტი თავის დროზე ექიმების ჯგუფის მიერაა დაწერილი და შემოწმებული, სანდოობას, ცხადია, ზრდის. კრებულში მოხვდა მკითხველებისგან შემოსული რეცეპტებიც, რომელთაც ხშირად გზავნიან რედაქციაში.

რეცეპტები ორგანოთა სისტემების მიხედვითაა დაყოფილი. მაგალითად, ცალცალკეა გამოყოფილი კუჭნაწლავის, ნერვული, გულსისხლძარღვთა სისტემების დაავადებათა რეცეპტები, რათა მკითხველს მისთვის საინტერესო რეცეპტის მოძიება გაუადვილდეს.

წიგნის პირველი ტომი 25 ივნისს გამოვიდა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. მეორე ტომის შეძენა კი 9 ივლისიდან გაზეთთან ერთად, სპეციალურ ფასად 12 ლარადაა შესაძლებელი.

 

ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მეგობრებო, მკურნალი.გე-ს სარედაქციო ჯგუფმა საიტის დაარსების დღიდან
18-07-2018
თამარ მამაცაშვილი - mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი: დღე არ გავა, რომ ქართველი ექიმების კომპეტენტურობაში ეჭვის შესატანად სტატია არ დაიწეროს ინტერნეტ-სივრცეში,
07-07-2018
გამომცემლობა "პალიტრა L"- ი მკითველებს მორიგ უნიკალურ სერიას სთავაზობს - სამედიცინო რეცეპტების დიდი კრებული, რომელშიც ექიმების მიერ შემუშავებული სასარგებლო რჩევები
18-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის "ავერ­სის კლი­ნი­კა­ში"
გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს, ერთდრულად აღინიშნება იმ 100 ქვეყანაში, რომლებიც
თუ გინ­დათ, რომ ნაკ­ლე­ბად ია­ვა­დოთ ზამ­თარ­ში, სა­სურ­ვე­ლია იმუ­ნი­ტეტ­ზე ზრუნ­ვა და­ვი­წყოთ წი­ნას­წარ - ახლა, შე­მოდ­გო­მით.
დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს.
ფარ­მა­კო­ლო­გია წლი­დან წლამ­დე ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა მისი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­წი­ლი უც­ვლე­ლია
წყალტუბოდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გადაყვანილ ყველა ბავშვს შიგელოზის (დიზენტერია) დიაგნოზი
31 მაისი 2013
დღეს პროფილაქტიკური აცრები ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციური დაავადებებისგან ბავშვების დასაცავად,
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით
სპეციალისტებმა აღწერეს ბიპოლარული მოშლილობით დაავადებული 51 წლის პაციენტის შემთხვევა, რომლის