ფილარმონიასთან დაჭრილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია
პაციენტს გაუკეთდა ოპერაციული ჩარევა და მკურნალობას საავადმყოფოს ქირურგიულ დეპარტამენტში განაგრძობს. მას გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. საავადმყოფოში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
მოზარდი კლინიკაში გუშინ ღამით მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები მხრის და ფეხის არეში ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული.