რუსთავში 7 წლის გოგონა პნევმატური იარაღით დაჭრეს
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი ეზოში საბავშვო ატრაქციონზე თამაშობდა, რა დროსაც მას ტყვია შემთხვევით მოხვდა. ჭრილობა 7 წლის გოგონას მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ტყვია, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღიდან აქვს ნასროლი.
მცირეწლოვანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. "დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება უტარდება. ჭრილობა აქვს მიყენებული პნევმატური იარაღით, მოხდა უცხო სხეულის ამოღება პაციენტის სხეულიდან"- განაცხადა ექიმმა დავით გოგოძემ.