რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
თანამშრომლობის ხიდი
თანამშრომლობის ხიდი
2018 წლის 8 ივნისს, ქ. თბილისში, სასტუმრო "Tbilisi Marriott Hotel"-ში გაიმართა თავისი მნიშვნელობით უნიკალური სომხურ-ქართული ბიზნეს-ღონისძიება "თანამშრომლობის ხიდი". ამ ღონისძიების ინიციატორი გახდა შპს "FDA laboratory" ანალიტიკური ლაბორატორია, რომელმაც ის განახორციელა შპს "სერტიფიკაცია და ხარისხთან", შპს "Tonus-Les" და შპს "Tonus-Les Georgia-ასთან ერთად.
mkurnali.geღონისძიების მიზანი იყო სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განახლება და განვითარება, განსაკუთრებით კი იმ მომსახურებების სფეროში, რომლებიც დღეს ძალზედ მოთხოვნადია საქართველოში, კერძოდ ფარმაცევტიკისა და ლაბორატორიული მომსახურების სფეროში.
ღონისძიებაზე იყვნენ მოწვეულნი ისეთი ცნობილი ქართული ფარმაცევტული კომპანიები, როგორიცაა GEPHA
Ltd, GMP Ltd, PSP Ltd, AVERSI Ltd, AVERSI Rational Ltd, Quality Lab Ltd, GEA Ltd, NeoPharm Ltd, BioPharm Ltd, GlobalTest Ltd, Turmaznidze Ltd, Sakhalkho Ltd, Molisani Ltd, IMPEX Ltd, TSSU, ასევე ამერიკული კომპანიის American Clinic, ფრანგული კომპანიის MERCK წარმომადგენლები და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
პრეზენტაციის "მომსახურებები ჩვენი ქართველი პარტნიორებისთვის" ფარგლებში
ანალიტიკურმა ლაბორატორიამ შპს „FDA laboratory" შემოგვთავაზა მისი 2 ლაბორატორიის მომსახურება, რომლებიც ახორციელებს სამკურნალო საშუალებების ხარისხისა და ბიოეკვივალენტურობის ანალიზს და მიკრობიოლოგიურ კვლევებს. დამატებით, დამსწრე პირებს შესთავაზა სახელმწიფო რეგისტრაციის სერტიფიკატების გაცემის მომსახურება.
აღნიშნულმა მომსახურებებმა გულწრფელი ინტერესი გამოიწვია და ფართო რეაგირება მოახდინა ქართველ პარტნიორებს შორის, რადგან ანალიტიკური ლაბორატორია შპს " FDA laboratory " წარმოადგენს მონაწილე ქვეყნის ევრაზიის რეზიდენტს და ის უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქართველი პარტნიორების გასვლა ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს ბაზარზე (სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი).
mkurnali.geშპს "სერტიფიკაცია და ხარისხმა" წარმოადგინა ევრაზიული საბჭოს დეკლარაციებისა და სერტიფიკატების გაცემის სფეროები და მომსახურებები, ხოლო შპს "Tonus-Les" წარმოადგინა საკონტრაქტო-კვლევითი ორგანიზაციის მომსახურებები (CRO).
ხაზი უნდა გაესვას, რომ ბიზნეს-ღონისძიებაზე წარმოდგენილი მომსახურებებით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი სომხეთში ჩასვლა, რადგან საქართველოში მდებარეობს შპს "Tonus-Les Georgia", რომელიც წარმოადგენს "თანამშრომლობის ხიდს".
ღონისძიების ორგანიზატორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სომხეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების ყველა ასპექტს, რომლებიც არამხოლოდ ითვალისწინებს კერძო საწარმოების მოთხოვნებს, არამედ ორივე ქვეყნისთვის შეიძლება გახდეს ეკონომიკური ურთერთობების განვითარებისკენ მიმართული ახალი სტიმული, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სომხეთს შეუძლია გახსნას საქართველოს წინაშე ევრაზიის ბაზარი.
R
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს,
უნდა გაძლიერდეს აბორტის, მათ შორის შერჩევითი აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო
2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარის ოდენობით ზრდა არის დაგეგმილი, - ამის შესახებ
გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მე­თევ­ზე­ო­ბი­სა და შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის
„დარდანელის“ თინუსი შეიცავს პროტეინს, ომეგა 3-ს, სელენს და სხვა ძალიან ბევრ მინერალსა, თუ ვიტამინს.
როგორც ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, ალადაშვილის კლინიკაში ორი ძმა მიიყვანეს,
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის