მელატონინი არტერიული წნევის გართულებებს თავიდან აგვაცილებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
მელატონინი არტერიული წნევის გართულებებს თავიდან აგვაცილებს
მელატონინი არტერიული წნევის გართულებებს თავიდან აგვაცილებს
მელატონინი ჰორმონია, რომელსაც ტვინის პატარა ჯირკვალი - ეპიფიზი გამოიმუშავებს. მელატონინი მართავს ღამის ძილის პროცესს, მას "ძილის ჰორმონსაც" კი უწოდებენ. იგი არეგულირებს ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს. დღეაღამეში გამოყოფილი მელატონინის დაახლოებით 70% ღამით გამომუშავდება. მელატონინის ოდენობა იცვლება ადამიანის ასაკის შესაბამისად. 40 წლიდან, მისი დონე თანდათან ეცემა. მელატონინის ფიზიოლოგიური დონის დაწევას მივყავართ ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციების რეგულაციის მნიშვნელოვან დარღვევებამდე.
ორგანიზმში მელატონინის შემცველობის დაქვეითებას უკავშირებენ ხანდაზმულებში ძილის ხშირ დარღვევას. ასევე ცნობილია, რომ ძილის დარღვევა - სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა.
ეს დაავადებებია: არტერიული ჰიპერტონია, ტვინისა და გულის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, ტვინის სისხლძარღვთა ქრონიკული უკმარისობა და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ძილის ხარისხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ტვინის დაავადებებთან, მეხსიერებასთან.
მელატონინს ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს და იცავს ტვინის უჯრედებს დეგენერაციული პროცესებისგან, შესაბამისად იცავს მეხსიერებას და ინტელექტს.
მელატონინის როლი ჩვენს ორგანიზმში:
1.ენდოკრინული სისტემის
ნორმალურად მუშაობის უზრუნველყოფა;
2.ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესების შეფერხება;
3.არტერიული წნევის რეგულირება;
4.თავის ტვინის უჯრედებზე დადებითი ზემოქმედება.

მრავალრიცხოვან გამოკვლევებში დადასტურებულია მელატონინის პრეპარატების მომაწესრიგებელი ზემოქმედება ძილზე, და იგი რეკომენდებულია ექიმების მიერ, როგორც ეფექტიანი პრეპარატი ძილის გაუმჯობესებისთვის.
მელატონინი და წნევა
არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულების მიერ მელატონინის მიღება ჩვეულებრივი ჰიპოტენზიური საშუალებებით მკურნალობის ფონზე იწვევს ძილის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და არტერიული წნევის უფრო ეფექტიან ნორმალიზაციას. მელატონინი, როგორც წამალი, არსებითად არ არის ჰიპოტენზიური პრეპარატი, ე.ი. საშუალება მაღალი არტერიული წნევის მკურნალობისათვის. მაგრამ რამდენიმე სერიოზულ გამოკვლევაში დაადასტურეს, რომ მაღალი წნევის მქონე ადამიანების მიერ მელატონინის პრეპარატების სისტემატური მიღება ხელს უწყობს სისტოლური და დიასტოლური წნევის დაწევას.
რატომ უნდა შევავსოთ მელატონინის დეფიციტი
ჯანსაღი ძილის, დღის განმავლობაში ენერგიულობის, სიმშვიდის, გულის, სისხლძარღვების, ნერვების და იმუნიტეტის სიჯანსაღის ხელშემწყობი ნივთიერება. არ არის მელატონინი და არ არის ცხოვრება!
გვაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობით მელატონინი? ანუ გვძინავს დღე-ღამეში მინიმუმ 6-8 საათი, გვძინავს თუ არა სრულ სიბნელეში? საკმარის დროს ვატარებთ თუ არა მზეზე? ცხადია - არა. მელატონინი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მეცნიერები ყველა გზით ცდილობენ ადამიანის ორგანიზმს ეს ნივთიერება არ მოაკლონ, ექიმები რეგულარულად უნიშნავენ პაციენტებს მელატონინის შემავსებელ დოზას. ბოლო დროს მისი დამატება კბილის პასტებშიც კი დაიწყეს .


რა არის ფიტორემი

ფიტორემი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია უძილობის, ძილის რიტმის დარღვევისა და დაძაბულობის მოხსნისათვის.
განსხვავებულია სხვა პროდუქტისაგან იმით, რომ სხვადასხვა მცენარეული დამამშვიდებლების გარდა შეიცავს მელატონინს.
ფიროტემის შემადგენლობაში შედის აგრეთვე მცენარეული კომპონენტები:

• კალიფორნიული ეშოლცია - ხარობს ამერიკის კონტინენტზე. იგი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა აბორიგენი ინდიელების მიერ საძილე, დამამშვიდებელ და სპაზმების მომხსნელ საშუალებად. ის შეიცავს ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, ფოტოსტეროლებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძილს და მოდუნებას.
• შვრია - მატონიზირებელი, ანტიდეპრესანტი, სედატივი, ანტისტრესული აგენტი; ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში შვრია გამოიყენება კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევების დროს. ასევე ასთენიის, მენტალური და ფიზიკური სისუსტეების, ნევრასთენიის, ძილის დარღვევის, დეპრესიის დროს.
• კატაბალახა - კატაბალახას ფესვი გამოიყენება სედატიურ საშუალებად რომელიც ხელს უწყობს ძილს, ისევე როგორც ნერვული წარმოშობის შფოთვის, დეპრესიის და ინსომნიის საწინააღმდეგოდ. ის ასევე სასარგებლოა თავის ტკივილის, გულის აჩქარების, რევმატოიდული ტკივილის, არითმიების, ჰიპერტენზიის, გაღიზიანებულობის, შფოთვის და სხვა ფსიქოსომატური დარღვევების დროს.
• პასიფლორა - მდიდარია ფლავონოიდებით. მისი საძილე და დამამშვიდებელი ეფექტი აღმოჩენილი იქნე 1800 წელს და იმ დროის შემდეგ გამოიყენება ამ დანიშნულებით. განსაკუთრებით გამიოყენებოდა ის ბავშვებსა და ხანშიშესულებში, როგორც პრაქტიკულად გვერდითი ეფექტის არმქონე, უსაფრთხო საშუალება.
• კურდღლისფრჩხილა - გამოიყენება როგორც სედატიური საშუალება, ასევე დაძაბულობისა და აღგზნებულობის საწინააღმდეგოდ
• უნაბი - ნაყოფი შეიცავს ფლავონოიდებს და საპონინებს, რომლებიც გამოიყენება შფოთვის საწინააღმდეგოდ. უნაბის ნაყოფის ექსტრაქტის შემცველები ამცირებენ ტვინში მონოამინ-ნეიროტრანსმიტერების დონეს, რითაც იწვევენ კუნთების მომადუნებელ ეფექტს.


ვის სჭირდება ფიტორემი:

• ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს, რადგან მელატონინი ამშვიდებს ორგანიზმს, ხსნის სისხლძარღვთა სპაზმს, შედეგად აქვეითებს წნევას და ამცირებს სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების რისკს.
• მომატებული ემოციური ფონის მქონე პაციენტებს - სტრესისა და დეპრესიის მოსახსნელად.
• ქალებს მენსტრუაციის წინა და მენოპაუზის პერიოდში
• მათ, ვისაც სურს თავიდან აიცილოს ნაადრევი დაბერების პროცესი
• მათ, ვისაც დარღვეული აქვს დღეღამური რიტმი
• მათ, ვისაც აქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
• მათ, ვისაც აწუხებს ქავანა დერმატოზი.
• მათ, ვისაც დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი.

ფიტორემი ინიშნება 15 წლის ასაკიდან, თითო აბი დღეში 2-ჯერ.
საძილედ და დაძაბულობის მოხსნის მიზნით რეკომენდებულია 2 აბი, ძილის წინ 1/2½საათით ადრე.


გაფრთხილება:
არ გადაამეტოთ მითითებულ დღიურ დოზას.

ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
“ძილის ჰორმონი” მელატონინი გულის უჯრედების მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. ექსპერიმენტის ფარგლებში
24-07-2018
ბევრი, ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, მელატონინის შემცველ პრეპარატებს ღებულობს. ეს ჰორმონი არეგულირებს
14-05-2018
იდუმალი ჰორმონი ბოლო პერიოდამდე "ემალებოდა" მეცნიერებს. ახლა კი მკვლევარებმა არა მხოლოდ აღმოაჩინეს
08-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გორში, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში". რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ
მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. მსახიობის
საქართველოს ნაკრების მეკარის, ნუკრი რევიშვილისა და მოდელის, თიკო ჩხეიძის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი შევიდა.
ისრაელში მკვლევარებმა თვალის ნანო-წვეთები შექმნეს, რომლის წყალობით სათვალე
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868