აი, ეს კადრი - შემზარავი
გული გაგიჩერდება. კაცმა ცოლ-შვილი ექსკურსიაზე გაისტუმრა და... კლინიკასთან შეძრწუნებულ ადამინათა ჯგუფი დგას და ელოდება ოჯახის წევრებს. ვისი შვილი და ცოლიც დამტვრეული გადმოჰყავთ მანქანებიდან, მას გაუმართლა, მაგრამ აი, ამ ახალგაზრდა კაცს - ვერა... უბედური შემთხვევები მხოლოდ სტატისტიკა არ არის - თითოეული დაღუპულის და დაშავებულის უკან ასობით ადამიანის ტრაგედიაა. დიდი ტრაგედია დატრიალდა დღეს გომბორის გზაზე. ამბობენ, მძღოლის გამოუცდელობის ბრალი იყოვო. ახლა მიზეზების ძიებას აზრიც აღარ აქვს, მაგრამ სამომავლოდ მაინც: ნუ დავდებთ სხვების სიცოცხლეს სასწორზე! რამდენი ოჯახი უნდა გამწარდეს კიდევ?! მძღოლებო, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე!
წაიკითხეთ: შსს-ს ინფორმაციით, გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა მძღოლი ამუხრუჭებდა, მაგრამ მანქანა არ ჩერდებოდა - რას იხსენებს ავარიის დროს დაშავებული ბავშვი