#ერთადერთმანეთისთვის - 30 მაისს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

#ერთადერთმანეთისთვის - 30 მაისს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება

ღონისძიება კამპანიის "ერთად ერთმანეთისთვის" ფარგლებში ეწყობა და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება. პრეკონფერენციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მარინა ჯანელიძე და გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წარმომადგენლები - მაია მგელაძე, გიორგი ჩიქვანაია და მარიკა ქაჯაია.

ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ექიმები, პროექტში ჩართული კეთილი ნების ელჩები, მედიაპარტნიორები და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ გაფანტული სკლეროზის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით, "ერთად ერთმანეთისთვის - Bringing us closer" მიმდინარეობს. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. დღეს საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის და მისი თანმდები სირთულეების შესახებ, უფრო მეტიც, დაავადების სახელწოდება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველიც კი არის. პრესკონფერენციაზე ასევე დაანონსდება კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის #ერთადერთმანეთისთვის შესახებ. აქტივობა მოწოდების სახის მატარებელია, რათა საზოგადოების ჩართულობით მოხდეს დაავადების შესახებ ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება და ამით გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება. პრესკონფერენციის დასასრულს, გაიმართება ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მონაწილეები არიან პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: დავით ლორთქიფანიძე, ანა კოშაძე, ია სუხიტაშვილი, ზურა ბალანჩივაძე (ზურიუსი), გოგა ჩანადირი, გია ჯაჯანიძე, ეკა ტოგონიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე და სხვები. ისინი ერთვებიან პროექტში კეთილი ნების ელჩებად, რათა ერთად მოუწოდონ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარშეზღუდობის პროგრესირების შემცირების მიზნით.

ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. არსებობს დაავადების რამოდენიმე ფორმა: • რეციდიულ-რემისიული ფორმა - ყველაზე ხშირია (80-85%). დაავადება პერიოდულად მწვავდება (რეციდივი), ტვინის სხვადასხვა უბანში ჩნდება ანთებითი კერა, შემდეგ კი ანთება ცხრება და დაავადება რემისიის (დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი) ფაზაში გადადის. რემისია რამოდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.

• მეორადად პროგრესირებადი ფორმა - ნებისმიერი რეციდიულ-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის შემდეგ მეორადად პროგრესირებად ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მუდმივად პროგრესირებს. პაციენტი მძიმდება და ხდება უნარშეზღუდული.

• პირველადად პროგრესირებადი ფორმა - პაციენტთა 15%-ში გვხვდება, დაავადება თავიდანვე პროგრესირებს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი მალევე უნარშეზღუდული ხდება. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.