გორიდან გაუჩინარებული დები სამართალდამცავებმა რუსთავში იპოვეს
მეგობართან იმალებოდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, დაკარგული მოზარდები თავს კარგად გრძნობენ და მათ ამ დროისათვის სამართალდამცავები ესაუბრებიან.
ერთ-ერთი ვერსიით, 16 და 17 წლის გოგონებმა სახლიდან გაქცევა, მამასთან კონფლიქტის გამო გადაწყვიტეს, ასევე ვრცელდება მეორე ვერსია, რომლის თანახმადაც, გოგონები თანატოლების მხრიდან იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი.
ოჯახი დაკარგულ გოგონებს 12 აპრილიდან ეძებდა, სამართალდამცავებს კი 16 აპრილს მიმართეს. უწყება გამოძიებას 143- ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული მუხლი გადაკვალიფიცირდეს.