რა დაზიანებები აქვს მოზარდს, რომელზეც ლიფტში იძალადეს - ექიმის პირველი კომენტარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაზიანებები აქვს მოზარდს, რომელზეც ლიფტში იძალადეს - ექიმის პირველი კომენტარი

ამის შესახებ იაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსმა ოთარ რუსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტი კონტაქტური იყო, თუმცა თვალისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმის განმარტებით, მოზარდს კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა.

"ჩვენთან მოყვანისას ბავშვი კონტაქტური იყო. მხედველობა არ ჰქონდა, ანუ უჭირდა მზერა. ჩატარდა თავის და მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია. ჩვენი კლინიკური დიაგნოზი ამჟამად არის თავის ტვინის შერყევა. რამე ანატომიური პრობლემები თავის ტვინში არ აღენიშნება. მუცლის ღრუს ტომოგრაფიის დროს აღმოჩნდა, რომ აქვს რაღაც სითხოვანი. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და ჩვენი კვლევებით დადასტურდა, რომ ეს არ არის ახალი წარმონაქმნი, რომელიც ჩვენ შემთხვევით აღმოვაჩინეთ კვლევების დროს. ამჟამად, პაციენტს არც ნეიროქირურგიული და არც ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება. გამოსაკვლევად რჩება მხოლოდ თვალი. მოვა სპეციალისტი, რომელიც შეაფასებს თვალის მდგომარეობას და გადაწყვეტს, სჭირდება ქირურგიული ჩარევა, თუ კონსერვატიული მკურნალობა. თვალზე სისხლნაჟღენთები აღენიშნება, ასევე სტრანგულაციური ხაზი კისერზე, გულმკერდის მარჯვენა მხარის ზედაპირზე სისხლნაჟღენთებია", - განაცხადა რუსაძემ.