რა დაზიანებები აქვს შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაზიანებები აქვს შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

ევა ბარბაქაძეს დაზიანებული აქვს ხერხემალი და ფეხები. მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115–ე მუხლით.

როგორც "ამბები.გეს" თვითმხილველმა განუცხადა ევა ბარბაქაძეს სახლში თანატოლები სტუმრობდნენ, გოგონა

ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად მეხუთე სართულიდან გადავარდა.

ის თავდაპირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ახლა იაშვილის კლინიკაში არის მოთავსებული. თვითმხილველის განცხადებით, რომელიც იაშვილის კლინიკაში ევა ბარბაქაძის გადაყვანის ფაქტს შეესწრო, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 14 წლის გოგონა დასისხლიანებული იყო და კისრის არეში გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა.

იაშვილის კლინიკაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ შორენა ბეგაშვილის შვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმი კომენტარს დილით გააკეთებს, - ამის შესახებ კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მედიისთვის კომენტარი 10:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

რაც შეეხება თავად არასრულწლოვანი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უშუალოდ კლინიკის პრესსამსახურში ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციას, როგორც საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, არასრულწლოვან გოგონას ამ წუთებში დიაგნოსტიკური გამოკვლევები უატრდება.

"ოპერაცია არ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პაციენტს უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევები დიაგნოზის დადგენის მიზნით. მას მრავლობითი სახის

დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნება, მათ შორის დაზიანებული აქვს ხერხემალი", - აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში, სადაც არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

მათი ინფორმაციით, პაციენტი გონზეა.

აღსანიშნავია, რომ იაშვილის კლინიკაში ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები. საავადმყოფოში ასევე იმყოფებიან შორენა ბეგაშვილის შვილის კლასელები.

ბოლო მონაცემებით, არაოფიციალურად, ახლობლებს შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევა ბარბაქაძეს ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აღენიშნება.

ამასთან, როგორც შორენა ბეგაშვილის ახლობლების ნაწილი პირად საუბრებში აცხადებენ, ექიმები ამ წუთებში ოპერაციული ჩარევის მიზანშეწონილობის საკითხზე თანხმდებიან.

ამბები.გე-ს ინფორმაციით, შესაძლოა ევა ბარბაქაძე თურქეთში გადააფრინონ, ან თურქი ექიმი ჩამოიყვანონ საქართველოში.