კოსმეტიკური საშუალება, რომელიც ადამიანებს ახალგაზრდობას სამუდამოდ შეუნარჩუნებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოსმეტიკური საშუალება, რომელიც ადამიანებს ახალგაზრდობას სამუდამოდ შეუნარჩუნებს

მკვლევარებმა დაადგინეს: როდესაც დაბერებადი უჯრედი საკუთარი დნმ-ის მნიშვნელოვან, ფიზიკური გამოფიტვით (განლევით) გამოწვეულ დაზიანებებს აღმოაჩენს, სპეციფიკური სიგნალების გაგზავნას იწყებს. ეს ე.წ ავარიული სიგნალები აიძულებს მიტოქონდრიებს გამოყონ დამჟანგავი თავისუფალი რადიკალები. სწორედ ამ უკანასკნელთა წყალობით კი უჯრედი ნადგურდება და გამრავლების უნარს კარგავს.

სპეციალისტთა აზრით, აღნიშნულ მექანიზმთა გარკვევით შემდგომში დაბერების პროცესთან ბრძოლა გაადვილდება. ამასთან, შესაძლებელი გახდება ისეთი დაავადებების თავიდან აცილება, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, სიმსივნური პათოლოგია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

დღეისათვის ბრიტანელი მკვლევარები აქტიურად მუშაობენ საშუალებაზე, რომელიც გენეტიკურ დონეზე შეუშლის ხელს კანის დაბერებას. კანის დაბერებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი უჯრედთა მიერ სითხის შეკავების უნარის შესუსტებაა. სწორედ წყლის დაკარგვა და კანის უჯრედთა გამოშრობა განაპირობებს ნაოჭების განვითარებას. როგორც გაირკვა, ამ პროცესზე 700-მდე გენია პასუხისმგებელი. ამ გენების ფუნქციათა აქტიურ ფაზაში შენარჩუნება უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანს სახეზე ნაოჭები აღარ განუვითარდება. მეცნიერები მალე შექმნიან კოსმეტიკურ საშუალებას, რომელიც გენეტიკურ დონეზე იმოქმედებს და ადამიანებს სამუდამოდ შეუნარჩუნებს ახალგაზრდობას!

თინათინ გოცაძე