სიგარეტი და ფილტვების კიბო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიგარეტი და ფილტვების კიბო

.

მკვლევართა მონაცემებით-

  • ბრონქების ეპითელური უჯრედების გაავთვისებიანებაში ბრალი მიუძღვის FANCD2 გენს, რომელიც კიბოს უჯრედების განადგურებასა და ნორმალური დნმ-ს აღდგენაზე აგებს პასუხს.

მწეველის ფილტვებში არსებული გარემოს შესაქმნელად მკვლევარებმა ბრონქების ეპითელური უჯრედები მოათავსეს მილში, რომელშიც თამბაქოს კვამლი გადიოდა. აღმოჩნდა, რომ თამბაქოს კვამლის კონდენსატის ზემოქმედებით უჯრედებში FANCD2 გენის აქტიურობა იკლებდა.

FANCD2 გენის მიერ კოდირებული ცილა დნმ-ს სტრუქტურის შენარჩუნებასა და მუტაციური უჯრედების განადგურებაზე პასუხისმგებელი ცილოვანი სტრუქტურის მთავარი ელემენტია. FANCD2-ის უკმარისობის შემთხვევაში იზრდება მუტაციური ქრომოსომების რიცხვი, რის შემდეგაც ჯანმრთელ უჯრედებში თვითგანადგურების მექანიზმი ირთვება. თამბაქოს კვამლის გავლენით მუტაცია ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებშიც გახშირდა, მაგრამ ამ უჯრედებს თვითგანადგურება არ დაუწყიათ, პირიქით, მშვიდად განაგრძობდნენ გამრავლებას.

მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, თამბაქომ ასეთივე გავლენა მოახდინოს დნმ-ს შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი სხვა ცილების სინთეზზეც, მაგრამ მწეველებში ფილტვის კიბოს განვითარებაში FANCD2-ის როლს ყველაზე უკეთ ის ფაქტი ამტკიცებს, რომ უჯრედები, რომლებიც ჭარბად შეიცავდა ამ გენის გავლენით სინთეზირებულ ცილებს, თამბაქოს კვამლის მავნე გავლენისგან დაზღვეული იყო.