რა ასაკიდან იწყებს ტვინი დაბერებას
, რომ ტვინის დაბერება გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე გვეგონა. პროფესორი ტიმოთი სალტჰაუსი შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდა 2 ათას ადამიანს და დაადგინა, რომ ადამიანის ტვინი შესაძლებლობათა მაქსიმუმს 22 წლის ასაკში აღწევს, ხოლო 27 წლიდან დაბერების შეუქცევადი პროცესი იწყება. მოხალისეებს, ჯანმრთელ და კარგი განათლების მქონე 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს, უნდა გამოეცნოთ გამოცანები, გაეხსენებინათ იშვიათი სიტყვები და ტერმინები, მოეყოლათ ადრე გაგონილი ისტორიის დეტალები.
ჟურნალ "სიბერის ნეირობიოლოგიაში" გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ 22 წლის ასაკში მიღწეული პიკის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ჩავარდნა 27 წლის ასაკში შეიმჩნევა. საშუალო სტატისტიკურ ადამიანს მეხსიერება 37 წლის ასაკში უუარესდება. კიდევ უფრო უარესი მონაცემები აღინიშნება 42 წლის შემდეგ. პროფესორი სალთჰაუსი ასკვნის, რომ ჯანმრთელ, კარგი განათლების მქონე ადამიანებს აქტიური შემეცნების უნარი 20-30 წლის ასაკში უქვეითდებათ. მეცნიერებმა კვლევის შედეგად ერთი იმედის მომცემი დასკვნა მაინც გამოიტანეს: ცოდნის აკუმულირებაზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს, შეძენილი ცოდნის აქტიური გამოყენების უნარს ადამიანი მინიმუმ 60 წლამდე ინარჩუნებს.
როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება
მეხსიერების დაქვეითების აქამდე წარმოუდგენელი მიზეზები