მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში ხელოვნური სისხლი შექმნეს
, თანაც ადამიანს ყოველგვარი სისხლი არ აკმაყოფილებს - გადასასხმელად საჭიროა მხოლოდ განსაზღვრული ჯგუფის სისხლი; წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნური სისტემა შეტევაზე გადავა უცხო უჯრედების წინააღმდეგ. მეცნიერებმა სულ ახლახან მიაგნეს ამ პრობლემის მოგვარების გზას: მათ, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, შეძლეს ლაბორატორიულ პირობებში ხელოვნური სისხლის შექმნა. მომავალში ამ აღმოჩენამ შესაძლოა დონორის ინსტიტუტის გაუქმებამდე და სისხლის საწარმოო მასშტაბებით წარმოებამდე მიგვიყვანოს.
გარდა ამისა, ლაბორატორიებში სხეულის ნაწილების გამოზრდამ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან რეალობაში გადაინაცვლა. ქალებს, რომლებსაც სასქესო ორგანოები, მათ შორის - საშვილოსნო, ბავშვობიდან განუვითარებელი ჰქონდათ, ლაბორატორიაში მათივე გენეტიკური მასალისგან შექმნილი ხელოვნური გენიტალიები გადაუნერგეს. ახალი ორგანოები რვა წლის განმავლობაში ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე შესანიშნავად შეეგუა ორგანიზმს.
მეორე მაგალითი: კანის კიბოთი დაავადებულებს, რომლებმაც ამ ავადმყოფობის გამო ცხვირი დაკარგეს, ლაბორატორიაში მათივე კანის უჯრედებისგან შექმნილი ახალი ნესტოები მიიღეს.
იხილეთ აგრეთვე სტატია "10 სამედიცინო ტექნოლოგია, რომლებსაც უკვდავებისკენ მივყავართ"