მითები სახის კრემების შესახებ
დაბერების გარეგნულ ნიშნებთან საბრძოლველად არ ვიშურებთ დროსა და ფულს. ქილები, ტუბები და ჰერმეტული პაკეტები წარწერით “ასაკის საწინააღმდეგო მოვლა” ნებისმიერი ჩვენგანის არსენალში მოიპოვება. სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისკენ ჩვენს სწრაფვას კოსმეტიკური კონცერნები მოხერხებულად იყენებენ. ისინი ყოველდღიურად ქმნიან “სილამაზის ფორმულას” ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით. ახალშექმნილ საშუალებებს აქვს მდიდრული სახელები და თან ახლავს მათი აღფრთოვანებული შეფასება, ვინც “სიახლე უკვე გამოსცადა”. მაგრამ, მოდი, გავარკვიოთ, რა სიმართლეა და რა - გამონაგონი სარეკლამო კომპანიების რელიზებში.
ჰიალურონის მჟავას შემცველი კრემი კანს მიკრობზარებისგან იცავს
ჰიალურონის მჟავა არის ნახშირწყლოვანი პოლიმერის მოლეკულა, რომელსაც შეიცავს ადამიანის ორგანიზმის ყველა ქსოვილი. მისი საერთო რაოდენობის 50% ეპიდერმისსა და დერმაშია თავმოყრილი. ვინაიდან ამ მოლეკულას აქვს მაღალი ენერგეტიკული მუხტი, მის გასანეიტრალებლად იგი მიიზიდავს დიდი რაოდენობით წყალს. წყლის მიერ ირგვლივ არსებული სივრცის შევსების უნარი უდევს საფუძვლად გამაახალგაზრდავებელ ტექნოლოგიას. კანის უჯრედებში ტენის დაკავშირებით (რასაც მეცნიერულად აბსორბირება ეწოდება) ჰიალურონის მჟავა “გადაასწორებს” კანის ზედაპირს, რითაც ხელს უშლის მიკრობზარების წარმოქმნას. ამდენად, ჰიალურონის მჟავას ეფექტურობის შესახებ არსებული წარმოდგენა რეალობას შეესაბამება.
ვიტამინების შემცველი კრემები ნაკლებეფექტურია
გავრცელებული მოსაზრებით, ვიტამინები შინაგანი მიღებისას უკეთეს ეფექტს ახდენს, ვიდრე გარეგანი ხმარებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია, ისინი საკვების ან დანამატების მეშვეობით მივიღოთ. ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა კი დაამტკიცა, რომ A, E და B3 ვიტამინის გარკვეული კონცენტრაციით შემცველ კრემებს შეუძლია შეანელოს კანის დაბერების პროცესი. მაგალითად, ა ვიტამინის შემცველი კრემი აქრობს მზისგან წარმოქმნილ პიგმენტურ ლაქებსა და ნაოჭებს. E ვიტამინი იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ებრძვის კანის ჭკნობის პროცესს. B3 ვიტამინი ამცირებს პიგმენტურ ლაქებს და ზრდის კოლაგენის გამომუშავებას.
სახის კრემი უნდა შეიცავდეს ანტიოქსიდანტების კომპლექსს
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავისუფალი რადიკალები დაბერების მძლავრი პროვოკატორებია. ამჟამად არსებობს რამდენიმე მეცნიერულად დასაბუთებული თეორია ორგანიზმის დაბერების შესახებ, რომლებიც სწორედ ამის დასტურად შეიძლება განვიხილოთ. ამ თეორიების გათვალისწინებით, კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლები რეკომენდაციას უწევენ ანტიოქსიდანტების შემცველ საშუალებებს. ანტიოქსიდანტები ის ნივთიერებებია, რომლებიც ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას. ანტიოქსიდანტები სამ ჯგუფად იყოფა, რომელთაგან თითოეულს აქვს მოქმედების საკუთარი სპექტრი:
- ანტირადიკალური ანტიოქსიდანტები - ალფა-ლიპოის მჟავა, C, E ვიტამინები, კოენზიმ Q10, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს;
- ანტიოქსიდანტური ფერმენტები - ალფა-ლიპოის მჟავა, ლიკოპინი - ახდენენ პირველ ეტაპზე განეიტრალებული ოქსიდების უტილიზაციას;
- ბლოკერები - ისევ ალფა-ლიპოის მჟავა, იდებენონი - ბლოკავენ ახალი თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ალფა-ლიპოის მჟავას შეუძლია, თავისუფალ რადიკალებს ყველა დონეზე აღუდგეს წინ. ამ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს აქვს მძლავრი შეღწევადობის უნარი, ანეიტრალებს კანის ანთებით პროცესს, აცხრობს შეშუპებას, აუმჯობესებს უჯრედულ მეტაბოლიზმს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. აქედან გამომდინარე, ის მოსაზრება, რომ სახის კრემი უნდა შეიცავდეს ანტიოქსიდანტურ კომპლექსს, მართებულია. ლიფტინგ-კრემს უნარი შესწევს, შეაღწიოს კანის ღრმა შრეებში კანის დაბერების მთავარი მიზეზია ელასტინის, კოლაგენის სინთეზისა და ჰიალურონის მჟავას აქტივობის დაქვეითება. ლიფტინგ-კრემი ეფექტურია მარეგენერირებელი დანამატების, ლიპიდებისა და კოლაგენის ხარჯზე. ის ასწორებს კანის რქოვან შრეზე არსებულ ქერცლს, მაგრამ უფრო ღრმად შეღწევა და, მით უმეტეს, ამ შრეებზე არსებული უჯრედების ფუნქციობაზე ზემოქმედების უნარი არ გააჩნია. ამრიგად, ლიფტინგ-კრემს მხოლოდ ზედაპირული ეფექტი აქვს.
კანის მოვლის საშუალებები
პერიოდულად უნდა ვცვალოთ, რადგან კანი მათ ეჩვევა კანის მოვლის ნაჩვევი საშუალების შეცვლას მაშინ აქვს აზრი, თუ კოსმეტიკურ ბაზარზე ტექნოლოგიურად უფრო სრულყოფილი სიახლე გამოჩნდა ან კანზე ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. კრემისადმი კანის შეჩვევა კი მითია. კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებამ სასურველი შედეგი რომ გამოიღოს, მათ შერჩევას გულდასმით, ყურადღებით და მიზანდასახულად უნდა მოვეკიდოთ.