რა არის და როგორ ვუმკურნალოთ სპერმატოცელეს - სათესლე დანამატის კისტას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის და როგორ ვუმკურნალოთ სპერმატოცელეს - სათესლე დანამატის კისტას

სათესლე არხის კისტა ანუ ფუნიკოცელე თავისთავად არ იწვევს უნაყოფობას, მაგრამ ის საკმაოდ სწრაფად იზრდება და შეიძლება ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე, მათ შორის ნორმალურად მოფუნქციე სადინარებზე ზეწოლით უნაყოფობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით - ორმხრივი განვითარებისას.

უმეტეს შემთხვევაში, სათესლის კისტები ნელა იზრდება, არ იწვევს რაიმე გართულებას და საერთოდ არ მოქმედებს მამაკაცის სქესობრივ აქტიურობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

პაციენტები უჩივიან სათესლე პარკში დამატებით წარმონაქმნს, რომელიც ადვილად ისინჯება, არაა მტკივნეული და არანაირად არ ვლინდება. იშვიათად, კისტის დიდი ზომის ან სწრაფი ზრდის შემთხვევაში, სათესლე პარკში შესაძლოა ზეწოლის უსიამოვნო შეგრძნება გაჩნდეს ან დისკომფორტი ჯდომისა და სიარულისას.

თანდაყოლილი კისტები ემბრიონის განვითარების პროცესის დარღვევას უკავშირდება. ამგვარი სპერმატოგენური კისტები სავსეა გამჭვირვალე სითხით, სპერმატოზოიდების გარეშე.

შეძენილი კისტები ვითარდება ტრავმის ან სათესლე პარკის ანთებითი დაავადებების შედეგად. დაზიანებული ან ანთებითი სადინარები ნორმალურად აღარ ფუნქციობს და იხშობა, შედეგად კი წყდება წარმოქმნილი სპერმატოზოიდების უკუდენა. გროვდება სეკრეტი, რომელიც, თავის მხრივ, ჭიმავს სათესლე სადინარის კედელს. ამ პირობებში წარმოიქმნება ღრუები (კისტები), რომლებიც აღმოჩნდება ახალი ან დაშლილი სპერმატოზოიდები.

სპერმატოცელე უმტკივნეულო, მრგვალი, მკვრივი, ელასტიკური წარმონაქმნია სათესლე დანამატის თავში, კუდში ან სათესლე არხში.

დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოიყენება ინსტრუმენტული მეთოდები:

  • დიაფანოსკოპია;
  • ულტრაბგერითი კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ან ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

სათესლე არხის კისტა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. მკურნალობას ითხოვს იმ შემთხვევაში, როდესაც მტკივნეული ხდება ან ისე იზრდება, რომ სათესლე პარკიც მნიშვნელოვნად დიდდება და აფერხებს ჯდომასა თუ მოძრაობას. მცირე ზომის კისტების დროს უროლოგთა უმეტესობა მოცდას ამჯობინებს. თუკი კისტის მიზეზით მიმდებარე ქსოვილები დეფორმირდება, მაშინ აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.

როგორც წესი, პროგნოზი კეთილსაიმედოა. დარღვეული რეპროდუქციული ფუნქციაც აღდგება.