რატომ დიდდება სათესლე ჯირკვალი

ექიმთან მაშინღა მიდიან, როდესაც დაავადება უკვე შორს არის წასული და ძლიერი დისკომფორტის მომგვრელია.
რამ შეიძლება გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლის გადიდება?
ქვემოთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს მიმოვიხილავთ.
- სათესლე ჯირკვლის კიბო. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის მიმართაც მიდრეკილი არიან 18-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები. ამ დროს შესაძლოა სათესლე პარკში პალპაციით ისინჯებოდეს მცირე სიმკვრივე - ეს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების პირველი ნიშანია. მეორე კი სათესლე ჯირკვლის გადიდებაა. შესაძლოა მცირედი შეშუპებაც. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
- ინფექციური დაავადებები, უპირველესად - ეპიდიდიმიტი. დაავადების განვითარებას შესაძლოა ბიძგი მისცეს გადაჭარბებულმა სქესობრივმა აქტივობამ და სქესობრივი პარტნიორის ხშირმა ცვლამ.
- ჰიდროცელე. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც სათესლე ჯირკვლის არეში გროვდება სითხე. შესაძლოა, მიმდინარეობდეს პრაქტიკულად უსიმპტომოდ, ერთადერთი შესამჩნევი ცვლილება სათესლე პარკის გადიდებაა. შესაძლოა ზეწოლისა და დისკომფორტის შეგრძნებაც სათესლე პარკში.
- თიაქარი. სტატისტიკურად ის უმეტესად მარჯვენა სათესლე პარკში წარმოიშობა, შესაბამისად, დიდდება მარჯვენა სათესლე ჯირკვალი. თუმცა სათესლე ჯირკვლის თიაქარი ზრდასრულ ასაკში იშვიათია - ეს უფრო ბავშვთა დაავადებაა.
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მაგალითად, ქლამიდიოზი.
- სათესლე ჯირკვალი ქირურგიული ჩარევის შემდეგაც შეიძლება გადიდდეს (მაგალითად, პროსტატის ადენომის გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ). ამ დროს მასში მიმდინარეობს მცირე ანთებითი პროცესი, რომელსაც ჩააცხრობს ანტიბიოტიკები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
- ზოგიერთი უროლოგიური პროცედურის შემდეგ. ეს საშიში არ არის.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გარდა ამისა, სათესლე ჯირკვლის გადიდებას იწვევს ტრავმა, დაჟეჟილობა. ტრავმა იმით არის საშიში, რომ გადიდებული სათესლე ჯირკვლის არეში შეიძლება განვითარდეს წყალმანკი.