უროლოგიური ოპერაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უროლოგიური ოპერაციები

- ამ შემთხვევაში ტაქტიკა კენჭის ზომასა და მდებარეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ კონკრემენტი თირკმლის მენჯში მდებარეობს და პატარაა, დიდია ალბათობა, ამოძრავდეს, ამიტომ აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და სასწრაფოდ შევიმუ-შაოთ მკურნალობის ტაქტიკა. თირკმლის ფიალაში მდებარე პატარა კენჭი, რომელიც არ იწვევს ტკივილს და გამოკვლევისას შემთხვევით აღმოაჩენენ, კონსერვატიული ანუ მედიკამენტური მკურნალობის ჩვენებაა. უნდა ითქვას, რომ კონსერვატიული მკურნალობა საჭიროა თირკმლის მენჯის მცირე ზომის კენჭების დროსაც.

- მკურნალობის რომელი მეთოდი უნდა ავირჩიოთ თირკმლის კენჭების შემთხვევაში?

- ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან მკურნალობის მეთოდს სხვადასხვა ფაქტორი გან-საზღვრავს. მაგალითად, კენჭის ზომა, მდებარეობა და ა. შ. 1 სანტიმეტრზე ნაკლები ზომის კენჭების შემთხვევაში ნაჩვენებია კონსერვატიული მკურნალობა, რაც გულისხმობს იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც კენჭების ზომის შემცირებას განა-პირობებს და ზოგ შემთხვევაში შლის კიდეც მათ. უნდა ვაღიაროთ, რომ კონსერვატიული მკურნალობა არ არის 100%-იანი საწინდარი იმისა, რომ კონკრემენტი დაიშლება, მაგრამ თუ კენჭის ზომა 1 სანტიმეტრზე ნაკლებია და მას განსაზღვრული ქიმი-ური აგებულება აქვს, ასეთი მკურნალობის მცდელობა გამართლებულია.

- რა გვიქმნის წარმოდგენას კენჭების ქიმიურ აგებულებაზე?

- კენჭის სტრუქტურაზე შეიძლება ვიმსჯელოთ შარდში არსებული მარილების კრისტალების მიხედვით. გარდა ამისა, თუ პაციენტმა ადრე კენჭი დაბადა, დიდია ალბათობა, შემდგომში აღმოცენებული კონკრემენტიც იმავე ქიმიური ბუნებისა იყოს.

- ჩვენს მკითხველს ხშირად ებადება შეკითხვა: რა საჭიროა ოპერაციული მკურნალობა დღეს, როცა არსებობს ლითოტრიფსიის მეთოდი?

- ლითოტრიფსია გულისხმობს კენჭების დაშლას ულტრაბგერითი ტალღის დარტყმითი ზემოქმედების შედეგად. ამ მეთოდს აქვს თავისი ჩვენება: მისი მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ 3 სანტიმეტრამდე ზომის კენჭების დაშლა. უფრო დიდი ზომის კონკრემენტის შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა. ასეთ დროს ლითოტრიფსიის მცდელობაც კი გაუმა-რთლებელია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზომის კენჭიც კი ყოველთვის არ იშლება. ლითოტრი-ფსიის ეფექტი, გარდა კონკრემენტის ზომისა, მის ქიმიურ შემადგენლობაზეც არის დამოკიდებული. ამ დროს ქირურგიული ჩარევა მკურნალობის ერთადერთი გზაა.

- ცნობილია, რომ ზოგჯერ კენჭების გამო თირკმელს კვეთენ, ზოგჯერ კი ორგანოს შენარჩუნება შესაძლებელია. რით აიხსნება ესა თუ ის გადაწყვეტილება?

- ოპერაციული მკურნალობის ტაქტიკის შესახებ გადაწყვეტილებას ექიმი ერთპიროვნულად, სუბიექტურად არასოდეს იღებს. არსებობს მკაცრად განსაზღვრული მითითებები იმის თაობაზე, როდის არის საჭირო თირკმლის ამოკვეთა და როდის შეი-ძლება, ორგანო შევინარჩუნოთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩატარდეს კვლევები, რათა განისაზღვროს, როგორია თირკმლის ფუნქცია. ამ მიზნით ტარდება ექსკრეტორული უროგრაფია - ვენაში შეგვყავს საკონტრასტო ნივთიერება, რომელიც სისხლის ნაკადს თირკმელში მიაქვს და რენტგენის სურათზე მის გამოყოფას ვაკვირდებით.

გარდა ამისა, თირკმლის ფუნქცია შეიძლება განისაზღვროს რადიოლოგიური გამოკვლევისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით. როცა ორგანოს ფუნქცია უცვლელია, ის საკონტრასტო ნივთიერებას ნორმალურად გამოყოფს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ კენჭის ამოღება, თირკმლის ამოკვეთა კი არ არის საჭირო. ზოგ შემთხვევაში კი გამოკვლევამ შეიძლება გამოავლინოს თირკმლის ჰიდრონეფროზული ტრანსფორმაცია (გადაგვარება).

ამ დროს თირკმლის მენჯფიალოვანი სისტემა გაფართოებულია, თირკმლის პარენქიმა შემცირებულია - მისი ზომა, ნაცვლად 17-18 მილიმეტრისა, 3-4 მილიმეტრს თუ აღწევს. ასეთი თირკმლის დატოვებას არა მარტო აზრი არა აქვს, არამედ დაუშვებელიც არის. ჰიდრონეფროზულად გადაგვარებული თირკმელი ინფექციის კერაა, დიდია რისკი, აღმოცენდეს პიონეფროზი, ჩირქოვანი ინფექცია და სეფსისი. სწორედ ამ რისკის აღმოფხვრას ემსახურება თირკმლის ამოკვეთა.

- როდის აქვს პაციენტს უფლება, კენჭის აღმოჩენისას ექიმს არ მიმართოს ან როდის არ მიიჩნევს ექიმი საჭიროდ მკურნალობას?

- ექოსკოპიური კვლევა ჩვენში მეტად პოპულარულია, რასაც უდავოდ აქვს საფუძველი. ცუდი ის არის, რომ ბევრი ექოსკოპიას საკმარისად მიიჩნევს და ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი ექიმს არ მიმართავს. ეს გაუმართლებელია. კენჭი, რომელიც აღმოჩნდა ექოსკოპიურად, შესაძლოა კოლიკის დროს თავისთავად გამოიყოს შარდთან ერთად ანუ დაიბადოს. სხვა შემთხვევებში კენჭი თავისთავად არასოდეს გაქრება, პირიქით, გაიზრდება. უფრო მეტიც - დაშლის ან გამოყოფის შემდეგ კონკრემენტი ხშირად ხელახლა წარმოიქმნება.

ეს სავსებით ბუნებრივია - კენჭების ფორმირება უმთავრესად ნივთიერებათა ცვლის დარღვევას უკავშირდება, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელია. გარდა ამისა, კენჭები წარმოიქმნება საშარდე სისტემის განვითარების მანკების ანუ საშარდე სისტემის ანატომიური აგებულების ცვლილების ფონზე. ეს შეიძლება იყოს შარდსაწვეთის სტრიქტურა ანუ შევიწროება, ნეფროპტოზი ანუ თირკმლის დაწევა, დამატებითი სისხლძარღვის არსებობა.

ამ მდგომარეობათა მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულად შეიძლება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, როდესაც ექოსკოპია თირკმელში კენჭის არსებობას ავლენს, აუცილებელია, ერთხელ მაინც მივმართოთ უროლოგს, რათა გადაწყდეს შემდგომი მკურნალობის საკითხი. თირკმლის კენჭის ზომები სრულიად განსხვავებული სისწრაფით შეიძლება იმატებდეს, "ზრდის" ტემპების პროგნოზირება შეუძლებელია, ამიტომ პაციენტმა, რომელსაც კენჭები აქვს, 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროს ექოსკოპიური კონტროლი, რათა დინამიკაში განისაზღვროს კონკრემენტის ზომების მატება, არ გამოგვრჩეს ჰიდრონეფროზის ფორმირება.


- აუცილებელია თუ არა ოპერაციული ჩარევა ექოსკოპიურად თირკმლის კისტის აღმოჩენისას?

- ექოსკოპიურად აღმოჩენილი ერთეული, 5 სანტიმეტრზე ნაკლები ზომის კისტა, რომელიც არ იწვევს ტკივილსა და არტერიული წნევის მომატებას, არ არის ოპერაციული ჩარევის ჩვენება. ასეთ შემთხვევებში შეუძლებელია მედიკამენტური მკურნალობის შერჩევაც, ამიტომ მცირე ზომის ერთეული კისტის აღმოჩენისას, რომელიც პაციენტს არ აწუხებს, მიღებულია მხოლოდ ექოსკოპიური დაკვირვება დინამიკაში. სხვა შემთხვევებში ნაჩვენებია პერკუტანული პუნქცია ექოსკოპიური კონტროლით ანუ სპეციალური ნემსით კანის გახვრეტა, კისტის ჩხვლეტა და მისი შიგთავსის ასპირაცია (ამოქაჩვა).

ამის შემდეგ კისტის შიგთავსს გამორეცხავენ სპირტით ან სხვა ანტისეპტიკური ხსნარით. მიუხედავად ასეთი ჩარევისა, არ არის გამორიცხული კისტის რეციდივი - მისი განმეორებითი აღმოცენება. ამიტომ აღწერილი მეთოდით კისტის დაცლის შემდეგ აუცილებელია რეგულარული ექოსკოპიური კონტროლი. როცა თირკმლის კისტა დიდი ზომისაა, თან სდევს არტერიული წნევის მომატება ან რამდენჯერმე დაცლის შემდეგ კისტა ისევ და ისევ აღმოცენდება, მის განმეორებით დაცლას აზრი აღარ აქვს, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა.

- როდის არის აუცილებელი ქირურგიული ჩარევა პროსტატის ადენომის შემთხვევაში?

- პროსტატის ნორმალური წონა 20 გრამამდეა. მისი ზომების მატებისას თავს იჩენს ხშირი შარდვა, შარდის ნაკადის შემცირება, პაციენტი იძულებულია, ღამით 5-6-ჯერ ადგეს მოსაშარდად. ამ გამოვლინებას პროსტატის ზომის მატების ხარისხთან პირდაპირი კავშირი არ აქვს - შეიძლება, ერთი პაციენტის შემთხვევაში სიმპტომებმა თავი მაშინ იჩინოს, როცა წინამდებარე ჯირკვლის წონა მხოლოდ 40 გრამია, სხვა დროს კი სიმპტომები წონის 100 გრამამდე მატებისას აღმოცენდეს. მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ნარჩენი შარდის მოცულობაც. ამ პარამეტრებისა და კლინიკური ნიშნების მიხედვით ადგენენ პროსტატის ადენომის სტადიას. I სტადია კონსერვატიულია, ამ დროს მიღებულია მედიკამენტური მკურნალობა, II და შემდგომი სტადიები კი ოპერაციული მკურნალობის ჩვენებაა.

- ოპერაციული მკურნალობის რომელი მეთოდი შეიძლება შეირჩეს პროსტატის ადენომის დროს?

- ოპერაციული მკურნალობის მეთოდის შერჩევაც წინამდებარე ჯირკვლის ზომებზეა დამოკიდებული. თუ პროსტატის წონა განსაზღვრულ მაჩვენებლებს არ აღემატება, შესაძლებელია, ჩატარდეს პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია. პაციენტები ამ მეთოდს იცნობენ სახელწოდებით "ტური" - ოპერაცია განაკვეთის გარეშე. ტრანსურეთრული რეზექციისას შარდსადენიდან შეჰყავთ სპეციალური ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ხდება პროსტატის ქსოვილის მოცილება. როდესაც პროსტატის ზომები დიდია, ნაჩვენებია ჩვეულებრივი ადენომექტომია (ღია წესით).

პროსტატის ადენომის შესახებ საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ მნიშვნელოვანი ლაბორატორული კვლევა, რომელიც აუცილებელად უნდა ჩატარდეს პროსტატის ჰიპერპლაზიისას. ეს არის პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში. ამ კვლევის შედეგი გვეხმარება დავადგინოთ, ავთვისებიანია თუ არა პროსტატის ჰიპერპლაზია. მართალია, შედეგი 100%-იანი არ არის, მაგრამ პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის სკრინინგისთვის მთელ მსოფლიოში მიღებული კვლევაა.

როდესაც პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ტიტრი მაღალია, აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია - ჩხვლეტა ნემსით და მიღებული ქსოვილის მიკროსკოპიული გამოკვლევა, რომლის შედეგიც გვაძლევს ზუსტ პასუხს, ავთვისებიანია თუ არა პროსტატის ჰიპერპლაზია. იმ შემთხვევაში, როცა ავთვისებიანი სიმსივნის არსებობას ვადგენთ, ოპერაციული მკურნალობის ერთადერთი მეთოდი რადიკალური ოპერაცია - პროსტატექტომიაა.

- დასასრულ, რას ურჩევდით პაციენტებს, რომელთაც საშარდე სისტემის მხრივ გარკვეული ცვლილებები აღმოაჩნდათ?

- ექოსკოპიურად საშარდე სისტემის ცვლილებების აღმოჩენისას აუცილებლად უნდა შეირჩეს მკურნალობის სწორი ტაქტიკა, რისთვისაც საჭიროა, საკონსულტაციოდ ერთხელ მაინც მივმართოთ უროლოგს.