აცეტონი შარდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აცეტონი შარდში

აცეტონური სხეულები ჩნდება იმ ადამიანთა შარდშიც, რომლებიც გარკვეული ხნის განმავლობაში შიმშილობდნენ, ანდა რომელთაც საყლაპავის სტენოზი, კუჭის კიბო, ანემიის მძიმე ფორმა, კახექსია აქვთ. ცნობილია აგრეთვე შიმშილობით გამოწვეული ხანგრძლივი ღებინების შედეგად განვითარებული აცეტონურია. ამ ტიპის აცეტონურია ვლინდება შეუჩერებელი ღებინების დროს ბავშვებში, ორსულებში, აგრეთვე ეკლამფსიის დროს.

აცეტონურია შიმშილობის დროს

მოშიმშილეთა აცეტონურია ხანმოკლეა. ამასთან, ამ დროს შარდში აცეტონური სხეულების რაოდენობა არ არის დიდი, მით უმეტეს, არასოდეს აღწევს ისეთ დონეს, რომელიც დამახასიათებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებით - კომის დროს. საყურადღებოა ისიც, რომ აცეტონურიამ შესაძლოა თავი იჩინოს ნარკოზის, უმთავრესად - ქლოროფორმულის, შემდეგ, როდესაც ის 1-2 დღე გრძელდება, აგრეთვე ფოსფორით, ტყვიით, ნახშირჟანგით, ატროპინით მოწამვლისას და სხვა.

აცეტონურია შაქრიანი დიაბეტის დროს

აცეტონურ სხეულებს უმეტესად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა შარდში აღმოაჩენენ დიაბეტის საშუალო და მძიმე ფორმების დროს. ამ შემთხვევაში აცეტონურია გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზმი გლუკოზის სახით მნიშვნელოვანი ოდენობის ნახშირწყლებს კარგავს, სისხლში დარჩენილი ნახშირწყლები კი არ არის საკმარისი ცილებისა და ცხიმების (უმთავრესად - ამ უკანასკნელთა) სრული დაჟანგვისთვის. შაქრიანი დიაბეტის დროს აცეტონურიის საფრთხე იმით არის განპირობებული, რომ ამ დროს სისხლში მნიშვნელოვანი რაოდენობით გროვდება აცეტონური სხეულები, რაც, თავის მხრივ, დიაბეტური კომისათვის დამახასიათებელი აციდოზის საფრთხეს ქმნის (აციდოზი ორგანიზმში მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევის ფორმაა, რომელსაც ახასიათებს ანიონთა და კათიონთა თანაფარდობის გადახრა ანიონების მატებისკენ). მიუხედავად ამისა, დიაბეტიანთა აცეტონურიის შეფასებისას კრიტიკული მიდგომაა საჭირო, რათა არ მოხდეს მისი ერთგვარი გადაფასება - ჰიპერდიაგნოსტიკა, რადგან ის ყოველთვის არ არის საშიში სიმპტომი. ერთი მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ შარდში აცეტონური სხეულების გაჩენა სრულიადაც არ მიანიშნებს მნიშვნელოვან აციდოზზე, რადგან ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ მდიდარია `ტუტოვანი რეზერვებით~ აციდოზური გადახრების საკორექციოდ და სისხლის რეაქციის გარკვეულ დონეზე შესანარჩუნებლად. თუმცა სისხლის `სარეზერვო ტუტიანობა~ ამ დროს შესაძლოა დაქვეითდეს და ერთხანს შენარჩუნდეს სისხლის რეაქციის კორექციის შესაძლებლობა. საზოგადოდ კი, ნახშირწყლოვანი შიმშილის პირობებში მჟავე აცეტონური სხეულების პროგრესირებადმა დაგროვებამ შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს აციდოზი. ამიტომ, ჩვეულებრივ, შაქრიანი დიაბეტის დროს აციდოზის აღმოცენებას ყოველთვის უძღვის წინ აცეტონური სხეულების ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყოფა შარდში. მეორე მხრივ, შაქრიანი დიაბეტის თანმხლები აცეტონურია საგანგაშოდ არ უნდა შეფასდეს, როდესაც ის ვითარდება ე. წ. მშიერი დღეების შემდეგ ან მკაცრი დიეტის შემდგომ პერიოდში, როდესაც ნახშირწყლებს სრულიად იღებენ რაციონიდან ან მკვეთრად ზღუდავენ მათ ოდენობას. ასეთი ღონისძიებები, საზოგადოდ, არ არის გონივრული, რადგან მძიმე შედეგს იწვევს - ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის პარალელურად იწყება ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლის გაუარესებაც. ამ ტიპის აცეტონურია შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების დროსაც კი რამდენიმე დღეში ზოგჯერ თავისთავად გაივლის, ზოგჯერ კი - მხოლოდ ავადმყოფის დიეტაში ნახშირწყლების უხვად ჩართვის შემდეგ. როგორც აღვნიშნეთ, აცეტონურია დიაბეტის დროს, ჩვეულებრივ, ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლის დარღვევაზე მიანიშნებს. შესაბამისად, აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა-შეფასება და სათანადო ზომების მიღება. ამ თვალსაზრისით პროგნოზი მეტად სერიოზულია დიაბეტიანთა ქრონიკული აცეტონურიის შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი დიდხანს გრძელდება ავადმყოფის დიეტაში ნახშირწყლების შეუზღუდავად. თუ შარდში აცეტონისა და აცეტოძმარმჟავას მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყოფა არ აღმოიფხვრა რაციონში ნახშირწყლების ოდენობის გაზრდითა და იმავდროულად ინსულინის დანიშვნით, პროგნოზი განსაკუთრებით არაკეთილსაიმედო ხდება და საჭიროებს გადამწყვეტ ზომებს - ინსულინის დოზის გაზრდას და საკვებთან ერთად მეტი ნახშირწყლებისა და ტუტეების შეყვანას ორგანიზმში. აცეტონურია დიაბეტური კომის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია. ამასთან, მისი დონე (ხარისხი) სხვადასხვანაირია, ამიტომ აცეტონურიის დონის მიხედვით ძნელია, ყოველთვის ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ კომის განვითარება. კომა ზოგჯერ არცთუ მნიშვნელოვანი აცეტონურიის შემთხვევაშიც ვითარდება, ზოგჯერ კი შარდში აცეტონისა და აცეტოძმარმჟავას დიდი რაოდენობით გამოყოფის დროსაც კი არა. შაქრიანი დიაბეტის დროს გაცილებით საიმედოა მწვავედ განვითარებული აცეტონურიის შეფასება. ის უმეტესად თავისთავად გაივლის ხოლმე. მისი სწრაფი ლიკვიდაცია შესაძლებელია ავადმყოფის რაციონში ნახშირწყლების ოდენობის გაზრდით, თუმცა ეს ყოველთვის არ არის გონივრული ნაბიჯი. ის მისასალმებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც აცეტონურია რამდენიმე დღეში თავისთავად არ გაივლის და არც შემცირდება. მხოლოდ ასეთ დროს არის მიზანშეწონილი ნახშირწყლების დიდი რაოდენობით დანიშვნა ინსულინთან ერთად.